
მრტ (MRT/MRI) მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი
Philips-ის ციფრული 3.0 ტესლიანი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი არის რევოლუციური ნახტომი დიაგნოსტიკის ხარისხსა და სიჩქარეში.
აპარატი გვთავაზობს უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას, ამავდროულად, ანახევრებს კვლევის მიმდინარეობას საგრძნობლად არის დახვეწილი აპარატის აღჭურვილობა, რაც უზრუნველყოფს პაციენტის ყველენაირ კომფორტს.
ძირითადი უპირატესობები:
- გამოსახულების ხარისხი;
- 50%-ით შემცირებული კვლევის ხანგრძლივობა;
- პაციენტის კომფორტი;
ხარისხი :
- მოძრაობით გამოწვეული არტეფაქტების მინიმუმამდე დაყვანა VitalEye - ტექნოლოგიის საშუალებით;
- ყველა სახის მოქნილი ქოილი. მათ შორის სარძევე ჯირკვლის ქოილი;
- სპექტროსკოპიისა და FiberTrak რეჟიმები თავის ტვინის გამოსაკვლევად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნევროლოგებისა და ნეიროქირურგებისათვის;
- სისტემის მომატებული ტევადობა;
- O-MAR რეკონსტრუქცია მეტალის არტეფაქტების შესამცირებლად.
სიჩქარე :
- Compressed Sense ტექნოლოგია, რომელიც აპარატს სძენს მაღალ სიჩქარეს და გვაძლევს საშუალებას მივიღოთ უმაღლესი ხარისხის გამოსახულება;
- პაციენტის განთავსების დრო დაყვანილია 1 წუთამდე;
- კვლევების 80%-ში შეგვიძლია გამოვიყენოთ SmartExam ტექნოლოგია, რომელიც ავტომატურად აყენებს კვლევისთვის საჭირო პოზიციებს და იწყებს კვლევას;
- AutoStart ტექნოლოგია, რომელიც კარის დახურვისთანავე ავტომატურად იწყებს მითითებულ კვლევას;
- DWI პროგრამაში 30%-ით ჩქარა იხსნება კვლევა;
- ScanWise ტექნოლოგია - MRI-ზე დასაშვები იმპლანტების შემთხვევაში ავტომატურად არგებს პროტოკოლს , იღებს ჩქარა და უსაფრთხოდ (აქამდე ამაში დიდ დროს ვკარგავდით ).
- VitalEye-ს საშუალებით :
- აღარ გვიწევს ქამრის მოხვევა სუნთქვის საკონტროლებლად, სანაცვლოდ ვიყენებთ სენსორებს;
- მოძრაობის შემთხვევაში აღარ გვიწევს კვლევის შეჩერება და თავიდან დაწყება;
- სუნთქვის რეგულაციისთვის AutoVoice-თან ერთად ავტომატურად ანიშნებს პაციენტს ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის დროს.
კომფორტი:
- ყველაზე განიერი გვირაბი > 70 სმ;
- მოკლე მაგნიტი (გენტრის გვირაბის სიგრძე );
- 3D კინოთეატრი - სრული აუდიო-ვიდეო მხარდაჭერა;
- Comfort Plus აღჭურვილობა- სქელი და მოქნილი ლეიბი - 60 მმ;
- 90% პაციენტებისა, რომლებიც ძლიერ დისკომფორტს განიცდიან წოლის დროს, აღნიშნავენ , რომ ბევრად უმარტივდებათ Comfort Plus ლეიბებზე წოლა.
პაციენტის კომფორტს პირველივე ცდაზე მივყავართ უნაკლო გამოსახულებამდე!
მრტ (MRT/MRI) მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით შესაძლებელია:
- თავისტვინის დეტალური სტრუქტურული და ფუნქციური ანალიზი და პათოლოგიური პროცესების საწყის სტადიაზე დიაგნოსტირება;
- თავისტვინისადაკისრისმაგისტრალურისისხლძარღვებისმაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია - თავის ტვინის და კისრის მაგისტრალური სისხლმომარაგების ანალიზი;
- ხერხემლის და ზურგის ტვინის დეტალური შეფასება;
- მუცლისღრუსორგანოების: ღვიძლის, ელენთის, პანკრეასის, თირკმელზედა ჯირკვლის და თირკმელების კვლევა,სანაღვლე გზების უკონტრასტო მაგნიტურ-რეზონანსული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია, თირკმლის დინამიური კვლევა და მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია;
- მცირემენჯისორგანოთა დაავადებების მაგნიტურ-რეზონანსული დიაგნოსტიკა, დაავადებების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა;
- საყრდენ - მამოძრავებელისისტემის(ნებისმიერი სახსრის , რბილი ქსოვილების) სტრუქტურული და ფუნქციური კვლევა.
ჩაეწერეთ თქვენთვის სასურველ დროს ნომერზე: +995 577 119 119 ან +995 322 02 25 25
მისამართი: ქ. თბილისი, დიღომი ჩაჩავას №7
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაგვირეკეთ