ყველაფერი კატარაქტას შესახებ
რა არის კატარაქტა?
კატარაქტა ეწოდება თვალის ოპტიკური სტრუქტურის - ‘’ ბროლის ‘’ შემღვრევას.
რა იწვევს კატარაქტას და რომელ ასაკში იწყება?
ბროლში არსებული ცილოვანი სტრუქტურები განიცდიან ცვლილებას, რის შედეგადაც იკარგება ბროლის პირვანდელი გამჭვირვალობა. ეს პროცესი იწყება 50 წლის ასაკიდან და თანდათანობით პროგრესირებს. არის შემთხვევები, როდესაც კატარაქტის პროგრესია იწყება უფრო ადრეული ასაკიდანაც, მაგრამ ამ დროს, როგორც წესი, პაციენტის ანამნეზში აღინიშნება სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები ( დიაბეტი, აუტოიმუნური დაავადებები). აგრეთვე, კატარაქტა შეიძლება იყოს თანდაყოლილი, ან ტრავმის შედეგად შეძენილი.
რა სიმპტომებს მიაქციოს პაციენტმა ყურადღება, რომ დროულად მივიდეს ოფთალმოლოგთან?
ბროლში კატარაქტალურ ცვლილებებს ახასიათებს მხედველობის თანდათანობითი გაუარესება შორ მანძილზე. პაციენტი თუ ხედავდა კედელზე წარწერას 30 მეტრიდან, მას სჭირდება რომ უფრო ახლოს და ახლოს მივიდეს, რათა ნაწერი გაარჩიოს. ხშირად მძღოლები აღნიშნავენ, რომ ღამის საათებში მხედველობა გაუუარესდათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეები ავტობუსის ნომერს შორიდან ვეღარ ხედავენ. საგნების კონტურები ხდება არამკაფიო, ფერები ხდება ნაკლებად მკაფიო. იმ შემთხვევებში, როდესაც ერთ თვალზე კატარქტის პროგრესია უსწრებს მეორე თვალს, განსხვავებული მხედველობის გამო პაციენტები ხშირად ვერ საზღვრავენ დისტანციას წინ მდება ობიექტებამდე და უჭირთ სივრცეში გადაადგილება. კატარაქტის შორსწასული ფორმების დროს დგება ხანმოკლე, რამდენიმე თვიანი მდგომარეობა, როდესაც პაციენტი უკვე ვეღარ არჩევს ნაწერებს რამდენიმე მეტრში, მაგრამ იწყებს კითხვას უსათვალოდ, ამ დროს ბროლი უკვე ძალიან შემღვრეულია და ოპერაცია სასწრაფოდ გასაკეთებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხედველობა დაიკარგება როგორც შორ, ისე ახლო მანძილზე.
ამიტომ, თუ შემაჩნიეთ, რომ თქვენი ახლობელი 80 წლის ასაკში უეცრად უსათვალოდ იწყებს კითხვას, დაუყოვნებლის მოგვმართეთ.
როგორია კატარაქტის მკურნალობის მეთოდი და ხანგრძლივობა?
თანამედროვე კატარაქტალური ქირურგია სრულდება უნაკეროდ, რაც ამცირებს რეაბილიტაციის პერიოდს, ტექნოლოგიურმა პროგრესმა ოპერაციის ხანგძლივობა შეამცირა 5-7 წუთამდე, შემღვრეული ბროლის დაქუცმაცების და მოცილების შემდეგ, თვალში იმპლანტირდება პაციენტისთვის ინდვიდუალურად შერჩეული ლინზა. იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტმა მოგვმართა გვიან, ძლიერ შემღვრეული ბროლის დაქუცმაცება და მოცილებას გაცილების მეტი დრო და ენერგია სჭირდება, რაც აისახება გახანგძლივებულ რეაბილიტაციის პერიოდზე.
რა შედეგს იძლევა კატარაქტის ოპერაცია და როგორია მომზადების პერიოდი?
კატარაქტის ოპერაციის შედეგად სინათლის სხივი დაუბრკოლებლად გაივლის ლინზას და მოხვდება თვალის ბადურაზე, რის შედეგადაც მხედველობა მნიშნელოვნად გაუმჯობესდება.
ოპერაციის წინ პაციენტი აბარებს ლაბორატორიულ ანალიზებს, გადის კარდიოლოგიურ შემოწმებას და იტარებს აუცილებელ ოფთალმოლოგიურ კვლევებს.
აქვს თუ არა ოპერაციას უკუჩვენება?
არის თვალის იშვიათი მდგომარეობები, როდესაც კატარაქტალური ქირურგიის შესრულება შეუძლებელია. რქოვანის დისტროფიული პროცესების, გლაუკომის მძიმე ფორმების, ვირუსული ანთებითი პროცესების და სხვა მძიმე დაავადებების დროს ოპერაციის შესრულება ან შეუძლებელია, ან მოსალოდნელია გართულებები.
ესაჭიროება თუ არა ოპერაციის შემდგომ მუდმივად წვეთების მიღება?
ოპერაციის შემდეგ მუდმივად წვეთების ჩაწვეთება აუცილებელი არ არის.
რამდენ ხანს გრძელდება რეაბილიტაციის პერიოდი?
რეაბილიტაციის პერიოდი გრძელდება 1-4 კვირა, ამ პერიოდის განმავლობაში პაციენტი იწვეთებს რამდენიმე სახეობის წვეთებს. რეაბილიტაციის ხანგძლივობა ხშირად დამოკიდებულია თანმხლები დაავადებების არსებობაზე, ისეთის, როგორიცაა გლაუკომა და დიაბეტური რეტინოპათია, ამ შემთხვევებში პაციენტს ენიშნება განხსვავებული მკურნალობა და რეაბილიტაციის პერიოდი ცოტათი გახანგძლივებული შეიძლება იყოს.
ფინანსდება თუ არა კატარაქტის ოპერაცია?
ეს ჩარევა კერძო დაზღვევის მქონე პაციენტებს და საყოველთაო ჯანდაცის პროგრამით მოსარგებლეებს უფინანსდება.
რომელ აპარატზე და რა მასალით ტარდება მკურნალობა?
ჩვენს კლინიკაში კატარაქტალური ქირურგია ტარდება კომპანია Zeiss - ის უახლესი სრულად ციფრული მიკროსკოპით.
პაციენტებს ვთავაზობთ საუკეთესო ხარისხის ლინზებს, ისეთი ამერიკული და გერმანული მწარმოებლებისგან, როგორიცაა USIOL, Bausch and Lomb, Zeiss, Alcon.
მხოლოდ ჩვენს კლინიკაში პაციენტებს ვთავაზობთ EDOF ლინზებს, Bausch and Lomb ის ეს უნიკალური ლინზა უზრუნველყოფს მკაფიო გამოსახულებას შორ და საშუალო დისტაციაზე ერთდროულად.
წინასწარი ჩაწერისთვის გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე: +995 577 119 119 ან +995 322 02 25 25
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაგვირეკეთ