ყველაფერი ჰელიკობაქტერიის შესახებ
- რას ნიშნავს ურეაზა ტესტი და როდის გვესაჭიროება?
- რა არის ჰელიკობაქტერიის აღმომჩენი სუნთქვითი ტესტი?
- როგორ ვემზადებით?
- არის თუ არა მტკივნეული პროცედურა?
ურეაზას სწრაფი ტესტი - გამოიყენება კუჭის ანტრალური ნაწილის კედელში მობინადრე მავნე ბაქტერიის - Helicobacter Pylori-ს აღმოსაჩენად.
ეს ბაქტერია იწვევს კუჭის ქრონიკულ ანთებას და აქედან გამომდინარე მომავალში განვითარებულ დაავადებებს: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს და ეროზიებს, კუჭის კიბოს და ა. შ.. ძირითადი გადამცემი გზებია: დაბინძურებული წყალი ან საკვები, ადამიანის ნერწყვი ან ტანისამოსი.
ასე რომ, ურეაზას სწრაფი ტესტის გაკეთება აუცილებელია პირველი გასტროსკოპიის დროს ან თუ პარტნიორს აღმოაჩნდა H. Pylori.
კვლევის ჩატარების სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ყველაზე დამაჯერებელია გასტროსკოპიისას ანტრალური ნაწილიდან ბიოფსიის აღება და მიღებული ქსოვილის სპეციალურ ხსნარში მოთავსება, რომელიც ბაქტერიის არსებობის შემთხვევაში 30 წუთში ფერს შეიცვლის.
ასევე არსებობს არაინვაზიური მეთოდიც - სუნთქვითი ტესტი, რომლის ეფექტურობა 95 %-ს აღწევს. ჰელიკობაქტერიის აღმომჩენი სუნთქვიტი ტესტის წინ პაციენტს უწევს სპეციალური მომზადება: პროცედურამდე 14 დღით ადრე ვწყვეტთ ტკივილგამაყუჩებლების, მჟავიანობის შესამცირებელი პრეპარატების მიღებას.
თუ გქონდათ დანიშნული ანტიბიოტიკოთერაპია პროცედურამდე უნდა იყოს გასული 4–6 კვირა.
ბოლო 3 დღე: არ არის რეკომენდირებული ალკოჰოლური სასმელები, კვების რაციონიდან უნდა ამოვიღოთ ლობიო, სოიო, ბარდა, ოსპი.
პროცედურის წინა დღეს საღამოს 7–8 საათიდან ვწყვეტთ საკვების მიღებას. ღამის 12 სთ–ის მერე არ ვიღებთ აღარც წყალს. პროცედურის დღეს არ არის რეკომენდებული საღეჭი რეზინის გამოყენება. სიგარეტის მოწევიდან პროცედურამდე უნდა იყოს გასული მინიმუმ 3 საათი, შემდეგ უნდა მოხდეს პირის ღრუს გამორეცხვა.
ტესტირება გრძელდება 15-20 წუთი, გახლავთ არაინვაზიური და უმტკივნეულო პროცესი.
სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ყოველდღე სამშაბათის და კვირის გარდა 10:00-15:00 საათამდე.
წინასწარი ჩაწერისთვის გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე: +995 577 119 119 ან +995 322 02 25 25
გისურვებთ ჯანმრთელობას!
დაგვირეკეთ