ვარდისფერი ოქტომბერი

ვარდისფერი ოქტომბერი

ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის თვე

ძუძუს კიბო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა, რომელიც განსაკუთრებულად ქალებს ეხება. სტატისტიკის მიხედვით, ძუძუს კიბო ქალებში ონკოლოგიური დაავადებების სიაში პირველ ადგილს იკავებს. თუმცა, დროული დიაგნოსტირების შემთხვევაში, დაავადების მკურნალობა შესაძლებელია და წარმატების შანსები საგრძნობლად იზრდება.

 

ვარდისფერი ოქტომბერი არის ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების თვე, რომელიც ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში აღინიშნება. ეს კამპანია მიზნად ისახავს ქალბატონების ინფორმირებას, რომ ადრეული დიაგნოსტირება და პროფილაქტიკური კვლევები არის გადამწყვეტი ნაბიჯი ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში. ვარდისფერი ბაფთა, რომელიც ამ კამპანიის სიმბოლოა, გვახსენებს, რომ ყველა ქალმა უნდა იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე და გაიაროს რეგულარული შემოწმებები.

 

ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენათქვენი ჯანმრთელობის დაცვის მთავარი გზაა

 

ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტირება ყველაზე მნიშნელოვანი ნაბიჯია ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში. თანამედროვე კვლევების მიხედვით, დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში, მკურნალობა ბევრად უფრო ეფექტურია. ამიტომ, რეგულარულისკრინინგები, თვითშემოწმება და ექიმისკონსულტაციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

ქირურგიის ეროვნული ცენტრი ყოველთვის მზადაა, რომ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია და რესურსები მოგაწოდოთ. ჩვენი გუნდი ყოველთვის მხარში უდგას პაციენტებს, რომ მათ დროულად მიიღონ გადაწყვეტილება და დაიცვან თავიანთი ჯანმრთელობა.

 

 

დაგვირეკეთ ნომერზე: +995 577 119 119 ან +995 322 02 25 25

მისამართი: ქ. თბილისი, დიღომი ჩაჩავას №7

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

დაგვირეკეთ