რა არის ბრონქოსკოპია?

რა არის ბრონქოსკოპია?

ყველაფერი ბრონქოსკოპიის შესახებ

რა არის ბრონქოსკოპია?

ბრონქოსკოპია - არის ენდოსკოპიური კვლევა, რომელიც ტარდება სპეციალური ინსტრუმენტით - ბრონქოსკოპით, რის მეშვეობითაც ხდება ცხვირის, ყელის, ხორხის, ტრაქეის და ბრონქების დათვალიერება.

 

რა არის ბრონქოსკოპიის ჩვენება?

  1. რენტგენით ან კომპიუტერული ტომოგრაფიისას აღმოჩენილი ფილტვების ან შუასაყრის დაავადებები;
  2. ტრაქეის და ბრონქების სტენოზის ნიშნები;
  3. ფილტვის ატელექტაზი;
  4. ხანგრძლივი გაურკვეველი მიზეზის ხველება;
  5. სისხლიანი ამონახველი;
  6. ტრაქეის და ბრონქების უცხო სხეულზე ეჭვი;
  7. გაურკვეველი მიზეზის ექსუდაციური პლევრიტი;
  8. პნევმონია, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება;
  9. საყლაპავის კიბო;
  10. სასუნთქი გზების დაზიანების სხვა ნიშნები.

 

როგორ ტარდება ბრონქოსკოპია?

  • ბრონქოსკოპია ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის (ლიდოკაინის ხსნარი) ან ზოგადი ბალანსირებული ნარკოზის ქვეშ.
  • სითხის, წამლების და საკვების მიღება შესაძლებელია კვლევამდე 4 საათის ადრე.
  • კვლევის ხანგრძლივობა 5-10 წუთია.
  • კვლევა აბსოლუტურად უმტკივნეულო და ადვილად გადასატანია პაციენტების უმრავლესობისთვის!

 

რომელი თაობის აპარატზე კეთდება  ბრონქოსკოპია ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?

აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში პირველად მხოლოდ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ცენტრალური ფილიალი აღიჭურვა იაპონური, ხელოვნური ინტელექტის მქონე უახლესი თაობის და პროგრამული ფუნქციების მომცველი აპარატის სრული კომპლექტაციით OLYMPUS EVIS X1 CV-1500, რომელიც უმცირესი დეტალების აღმოჩენის საშუალებას იძლევა და ამცირებს კვლევის დროს.

 

ბრონქოსკოპია ტარდება ორშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს წინასწარი ჩაწერით

 

წინასწარი ჩაწერისთვის გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე: +995 577 119 119 ან +995 322 02 25 25

ქ. თბილისი, დიღომი ჩაჩავას №7

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

 

დაგვირეკეთ