მოგესალმებით,
ხერხემლის თიაქარი არის კუნთოვანი სისტემის დაავადება, რომელიც გამოწვეულია მალთაშუა დისკის პულპური ბირთვის დისლოკაციითა და ფიბროზული რგოლის გარღვევით.
გასაგებია თქვენი ფინანსური მდგომარეობა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად ხერხემლის სვეტის კვლევის ოქროს სტანდარტს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია წარმოადგენს, ვფიქრობთ, თქვენს შემთხვევაშიც უმჯობესი იქნება ეს კვლევა ჩაიტაროთ . რენტგენი ამ შემთხვევაში არ არის ინფორმაციული.
ჩვენს კლინიკას საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარებისათვის დაწესებული აქვს შეღავათი - შესაძლებელია, ჩაიტაროთ ნევროლოგის ან ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია და მისგან მიიღოთ სათანადო დოკუმენტები, ფორმა 100 და კალკულაცია, რომლის საფუძველზეც, თქვენი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისი რაიონული გამგეობა დააფინანსებს კვლევას.
უფასო კონსულტაციის მისაღებად, რომელიც ტარდება ყოველ პარასკევს, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/37
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!