ოსტეოართროზი - ნეიროქირურგია

კითხვა: გამარჯობათ! მყავს 82 წლის დედა რომელსაც ძალია აწუხებს წელი ურო სწორად წელის ცოტა ზევის გადაცემითი ტკივილები აქვს, ისეთი საშინელი რომ ხან ვერ ინძრევა ლოგინში ისე ტკივა, დავაწვინე სავადმყოფოში შევიყვანე წელის ტკივილით და დააწვინეს კარდიოლოგიურში, აღმოVნდა რომ სხვა რაგაცეების პრომლემაც აქვს, წელისთვის უკეთებენ გამაყუჩებლებსმ არ შეიძლება სხვა განყოფილებაში გადაი ყვანონ, უმკურნალონ ჯერ წელს და შემდეგ ახალ აღმოჩენილ პრობლემებს? ვეღარ უძლებს ამ ტკივილს, რა შეიძლება იწვევდეს ამ ტკივილს მესამე კვირაა შაშინელი ტკივილები აქვს მანამდეც ტკიოდა ცოტათი რაც პერიოდულად უვლიდა, ეხლა საშინელი ტკივილები აქვს, აღმოაჩნდა ეხლა ანემია და ფილტვზე პატარა შეგუბებაო ექიმმა, მადლობა, ომედია ეხლა წაიკითხება
პასუხი:

მოგესალმებით,
ოსტეოართროზი სახსრების ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, რომლის დროსაც სასახსრე ხრტილი დეგენერაციულ ცვლილებებს განიცდის. ხრტილოვანი ქსოვილი ცვდება, პატარავდება და კიდურა წანაზარდები – ოსტეოფიტები უჩნდება. შედეგად ვიღებთ სახსრების დეფორმაციას.
ოსტეოართროზი მოიცავს ხერხემლის სვეტის ოსტეოქონდროზს, სპონდილოზს და პერიფერიული სახსრების (მენჯ-ბარძაყის, მუხლის და ა. შ.) ართროზს.

ანემია

იგი სისხლში ჰემოგლობინის ან ერითროციტების რაოდენობის შემცირებაა. ამის გამო ორგანოებსა და ქსოვილებს სათანადო რაოდენობის ჟანგბადი აღარ მიეწოდება. ანემიის მკურნალობის რამდენიმე ხერხი არსებობს.
პირველ რიგში უნდა დადგინდეს დაავადების გამომწვევი მიზეზი, რკინის შემცველობის პრეპარატები ინიშნება როცა ექიმი რკინის დეფიციტის დიაგნოზს სვამს, ზუსტი დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია სისხლის საერთო ანალიზი, შრატისმიერი რკინის განსაზღვრა, აგრეთვე - იმის შესწავლა, რკინის შეკავშირების როგორი უნარი აქვს მთლიანობაში სისხლს. რაც შეეხება ფილტვებს, აღნიშნავთ რომ „პატარა შეგუბებაა“ შესაძლებელია, რომ ეს იყოს გულის უკმარისობა, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა დაავადების შედეგია. მათ შორის უმთავრესი მაინც გულის იშემიური დაავადებაა - პათოლოგია, რომლის დროსაც გულის მკვებავი გვირგვინოვანი სისხლძარღვები ათეროსკლეროზის შედეგად ვიწროვდება და გულის კუნთს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება, ის ასაკობრივია და ქრონიკული.
ჩვენი მხრიდან არაკორექტული იქნება დისტანციურად დავიწყოთ პაციენტის მართვა, მითუმეტეს თუ უკვე იმყოფებით სხვა კლინიკაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს, სთხოვეთ მარტივად და თქვენთვის გასაგებად აგიხსნათ სიტუაცია, გესაუბროთ მკურნალობის მიმდინარეობასა და რეკომენდაციებზე. მკურნალმა ექიმმა ყველაზე კარგად იცის პაციენტის მდგომარეობა, ამიტომ მიჰყევით მის მიერ დაგეგმილ მკურნალობის ტაქტიკას.
რაც შეეხება ძვლოვანის სისტემის კვლევებს და წელის ტკივილის მიზეზების გარკვევას, ამაში ოქროს სტანდარტს წარმოადგენს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. თუ საჭიროდ ჩაითვლება ასეთი კვლევა, ჩვენს კლინიკაში შემოგთავაზებთ აქციას, ხერხემლის სრულ მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას. ერთი სეგმენტის ფასად, 270 ლარად – 420 ლარის ნაცვლად და მიიღებთ უფასოდ ექიმი–ნეიროქირურგის კონსულტაციას.
აქცია ძალაშია ყოველ ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას.
გაცნობებთ, რომ წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა