მოგესალმებით,
უნდა შეფასდეს ზურგის ტვინის დაზიანების ხარისხი. ჩატარდეს განმეორებითი კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები, რათა გამოიკვეთოს, ხომ არ აქვს ადგილი ახალ დაზიანებებს.
აუცილებელია ნევროლოგისა და ნეიროქირურგის ერთობლივი ჩართულობა. მას შემდეგ რაც ისინი შეაჯერებენ როგორც ძველ ისე ახალ მონაცემებს, შესაძლებელი იქნება, გაგეცეთ ამომწურავი პასუხი.
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ დიაგნოზი და პათოლოგია ხანდაზმულია. ამიტომ, მიმოწერის რეჟიმში, მხოლოდ ამ მონაცემებზე დაყრდნობით, პასუხის გაცემა გაგვიჭირდება.
შეგიძლიათ, მოიყვანოთ მამა ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან და ნეიროქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ პარასკევს, წინასწარი ჩაწერით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს გთხოვთ, თან იქონიეთ ჩატარებული კვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა,ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ..მამა არის ინვალიდი, დიაგნოზში უწერია ქვემო კიდურების პლასტიკური პარაპარეზი. 18 წლის იყო როცა ზურგში დანა ჩაარტყეს და ზუზტად ხერხემალზე.ოპერაციაც გაიკეთა, მოსკოვშიც წაიყვანეს გამოკვლევებზე.ეხლა მხოლოდ კასტილებით შეუძლია გადაადგილება.ისე აქვს იმედი გადაწურ ული არც ექიმთან მისვლა უნდა. მას შემდეგ წლები გავიდა ბევრი რამ შეიცვალა. მითხარით თუ აქვს აზრი დავაიმედო და ექიმამდე მივიყვანო.63 წლის არის ეხლა,იმ ამბის შემდეგ 45 წელი გავიდა.
პასუხი: