მოგესალმებით,
- თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ჰემანგიომა;
- რა არის ვერტებრალური ანგიომა;
- მკურნალობა.
ზოგადად ჰემანგიომა რამდენიმე პათოლოგიას აერთიანებს. ზოგიერთი მათგანი სისხლძარღვთა განვითარების მანკია, ზოგი კი – კეთილთვისებიანი სიმსივნე.
ხერცხემლის ჰემანგიომა (ვერტებრალური ანგიომა) კი, ყველაზე გავრცელებული კეთილთვისებიანი სიმსივნეა. იგი როგორც წესი, უსიმპტომოა და მისი აღმოაჩინა ხდება შემთხვევით, ჩატარებული მაგნიტურ–რეზონანსული ან კომპიუტერული ტომოგრაფიის საფუძველზე.
მკურნალობა აუცილებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც პაციენტს აქვს ძლიერი ტკივილები ან ნევროლოგიური დეფიციტი.
მკურნალობის მეთოდი კი, შეირჩევა ინდივიდუალურად, ეს შეიძლება იყოს:
- სხივური თერაპია;
- ბალონური კიფოპლასტიკა;
- ჰემანგიომის ენდოვასკულარული ემბოლიზაცია;
- ლამინექტომია.
მკურნალობის რა მეთოდი გესაჭიროებათ, დისტანციურად ვერ განვსაზღვრავთ. აუცილებელია სპეციალისტთან ვიზიტი.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნეიროქირურგთან უფასო კონსულტაციაზე პარასკევს, სადაც შეფასდება ზოგადი მდგომარეობა და განისაზღვრება მკურნალობის მეთოდი.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/37
გაცნობებთ, რომ უფასო კონსულტაციის მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!