მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ჰიპერპროლაქტინემია;
- რა არის არაქნოიდული კისტა.
ჰიპერპროლაქტინემია, ანუ ადამიანის ორგანიზმში ჰორმონ პროლაქტინის ჭარბი სეკრეცია ნებისმიერი პროფილის ექიმისთვის, განსაკუთრებით კი ენდოკრინოლოგისა და გინეკოლოგისთვის, აქტუალური პრობლემაა.
პროლაქტინომით გამოწვეული ჰიპერპროლაქტინემიის სამკურნალოდ იყენებენ დოფამინის აგონისტებს – ბრომოკრიპტინსა და კაბერგოლინს, რომლებიც ხელს უწყობენ დოფამინის წარმოქმნას, დოფამინი კი, თავის მხრივ, პროლაქტინის სეკრეციას აფერხებს.
იქიდან გამომდინარე, რომ პროლაქტინის სეკრეცია აქტიურდება ზოგიერთი ენდოკრინული და სომატური დაავადების დროს, საჭიროა მიმართოთ ენდოკრინოლოგს.
არაქნოიდული კისტა
იგი ტვინის სისხლძარღვოვანი გარსისაგან წარმოქმნილი კისტაა.
განვითარების დინამიკის მიხედვით, განარჩევენ გაყინულ და პროგრესიდებად კისტებს.
როგორც წესი, პირველი პაციენტში არ იწვევს მნიშვნელოვან შეგრძნებებს და ასეთ შემთხვევაში, კისტა მკურნალობას არ მოითხოვს.
ზოგადად, აუცილებელია კისტის წარმომქმნელი მიზეზების გამოვლენაზე ზრუნვა და აგრეთვე იმ ფაქტორების პროფილაქტიკა, რომელთაც შეუძლიათ ახალი კისტის განვითარების ხელშეწყობა.
მკურნალობის მეთოდის განსაზღვრისთვის უნდა მიმართოთ იმ სპეციალისტს, რომელმაც გირჩიათ, ჩაგეტარებინათ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.
ასევე შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს მულტიპროფილურ კლინიკაში, სადაც გვყავს როგორც ნეიროქირურგი, ისე ენდოკრინოლოგი და გინეკოლოგი.
თუ გადაწყვეტთ მობრძანებას, გთხოვთ, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/neiroqirurgia/37
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!