კითხვა: გამარჯობაა ვარ 24 წლის და პირველრიგში დავიწყებ იმით რო ბოლო სამიდღეა ვხდები პერიოდულად ძალიან ცუდად თითქმის გონების დაკარგვამდე მივდივარ!!! მაწუხებს ხერხემალი ძალიან! სადაც არუნდა წავიდე ექიმთან ყველგან მეუბნებიან ნევროზს!!ქვედა კიდურებში ვგრძნობ ძალის დაკარგვას უკვე 1 კვირაა მანამდე ქუსლი მტკიო და ძირს დადგმის დროს და ეხაც მტკივა.. თავზე მაქვს კატე გადაღებული არაფერი არ გაქვსო 1 წელი იქნება!!! მაინტერესებს ხერხემლის პრობლემამ სადამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი ჯამრთელობა?? კონკრეტულად მაინტერესებს ესე გონების დაკარგვამდე რომივდივარ შეუძლია ეს ხერხემალს? მგონია რო მაგ მომენტში როცა ვუდად ვხდები სისხლი არმიეწოდება ტვინს კარგად!! მგონი ნევროზს დააბრალებთ თქვე� ��!
პასუხი:
ზოგადად კი, დიახ, ხერხემლის პათოლოგიამ შესაძლოა, ადამიანი გონების დაკარგვამდეც მიიყვანოს! რაც შეეხება ზუსტ დიაგნოსტირებას, საჭიროა ნეიროქირურგის და ნევროლოგის კონსულტაციები და ცხადია, რადიოლოგიური გამოკვლევები, რომელსაც დანიშნავენ სპეციალისტები.
ჩვენ შეგვიძლია, ამ მიზნით შემოგთავაზოთ კლინიკაში არსებული აქციები :
ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია : https://kirurgia.ge/full-article/ufaso-konsultaciis-dgheebi/31571
ნევროლოგის კონსულტაცია : https://kirurgia.ge/full-article/gtavazobt-nevrologis-konsultacias/31681
აქციებით სარგებლობისთვის გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე (032) 2 02 25 25 ან 577 119 119 .
მადლობას გიხდით ნდობისთვის და გისურვებთ ჯანმრთელობას!