ზურგის ტვინის დაზიანება - ნეიროქირურგია

კითხვა: გამარჯობათ. მაქვს მეცხრემალა დაზიანებული გავიკეთე ოპერაცია . 6 თვის წინ მაქვს ნერვი დაზიანებული წყვეტა არმაქვს. ვგზნობ დარტყმას ფეხებზე ვგზნობ ტკივილებ ორივე ფეხზე მაქვს და თავისით მოზრაობს ფეხები რაშეზლება რო გავაკეთო რო ტვინმა დროზე აგითქვას წინასწარ მადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც აღნიშნავთ დაზიანებული გაქვთ მეცხრე მალა, სავარაუდოდ საუბარია გავა–კუდუსუნის მალებზე, რომლის დენერვაციაც იწვევს ქვემო კიდურების თვითნებურ მოძრაობას.
ზურგის ტვინის დაზიანებისას შესაძლოა, განვითარდეს ანთებითი გართულებები:

  • ნაწოლები და ტროფიკული წყლულები;
  • სეფსისი;
  • პნევმონია;
  • საშარდე გზების აღმავალი ინფექცია;
  • ჩირქოვანი მენინგომიელიტი;
  • ეპიდურიტი;
  • ხერხემლის ძვლების ოსტეომიელიტი;
  • ზურგის ტვინის აბსცესი.

მოსალოდნელია აგრეთვე შინაგანი ორგანოების ფუნქციის მოშლა:

  • გასტრიტი;
  • კოლიტი;
  • არითმია და სხვა.

მეტაბოლური დარღვევები:

  • კალიუმის, კალციუმის, შაქრის დონის მომატება სისხლში;
  • ცილის დაქვეითება;
  • ღრმა ვენების თრომბოზი;
  • ფილტვის არტერიის ემბოლია.

შესაძლოა დაგჭირდეთ ელექტრონეირომიოგრაფიული კვლევა ( იმპულსის გატარების სიჩქარის ნორმალური ან უმნიშვნელო დაქვეითება დაზიანებული კუნთის მამოძრავებელ ნერვებში და ასევე იმპულსის გატარების სიჩქარის ნორმალური მაჩვენებელი მგრძნობელობით ნერვებში).
გირჩევთ მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნეიროქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ პარასკევს.
ექიმი უშუალო კონსულტაციისას, შეკრებს ანამნეზს და აუცილებლად დაგეხმარებათ, თქვენთან ერთად დაგეგმავს შემდგომი მკურნალობის ტაქტიკას.
თუ გადაწყვეტთ კონსულტაციაზე მობრძანებას, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
უფასო კონსულტაციაზე ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა