მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. ხერხემალი სხეულის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის დაზიანებისგან იცავს ზურგის ტვინს, უზრუნველყოფს დგომასა და მოძრაობას.
ხერხემალი მალებისა და მალათაშორისი დისკოებისგან შედგება. პირობითად იგი ხუთ სეგმენტადაა დაყოფილი, ესენია:
- კისერი;
- გულ–მკერდი;
- წელი;
- გავა;
- კუდუსუნი.
ხერხემლის სტრუქტურის შეცვლას, მალებისა და მათ ირგვლივ მდებარე ქსოვილების დაზიანებას ბევრი რამ იწვევს, მათ შორისა დისკოს თიაქარი.
დაზიანებული, დეფორმირებული ხერხემლის ძვლოვანი ელემენტები შესაძლოა ზურგის ტვინს ან მისგან გამომავალ ნერვებს მიაწვეს.
ეს ნერვები მგრძნობიარე და მომოძრავებელი ტოტებისგან შედგება, ამიტომ მათი მიჭყლეტისას თავს იჩენს ტკივილი, ზოგჯერ კი მოძრაობის შეზღუდვა.
დისკოს თიაქარი
იგი ვითარდება, როდესაც დაზიანებული დისკოს შიგთავსი მთლიანად ან ნაწილობრივ გარეთ იჟონება. ამ პათოლოგიას ზოგჯერ დისკოს დაცურებას ან გახეთქვასაც უწოდებენ.
გარეთ გამოსული შიგთავსი აწვება ახლომდებარე ნერვებს, რაც ხელის ან ფეხის ტკივილს, დაბუჟებას, სისუსტეს იწვევს.
თიაქარი უმეტესად წელის არეში ვითარდება და სხვა რისკფაქტორებიდან აღსანიშნავია ზურგის ტვინის არხის თანდაყოლილი დეფექტები.
თქვენს შემთხვევაში, მარჯვენა ფეხთან დაკავშირებული ჩივილები შესაძლოა, კონკრეტული ნერვის ფესვის ან ზურგის ტვინის დაზიანებაზე მიუთითებდეს, რითაც აიხსნება კიდურში სისუსტე.
ზუსტი დიაგნოსტირებისა და ამომწურავი პასუხისათვის უნდა მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ნეიროქირურგთან კონსულტაციაზე.
დიაგნოსტირებისთვის, და უფრო დეტალური ინფორმაციისთვის კი, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია კვლევის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს, რომელზეც საჭიროების შემთხვევაში, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gtavazobt-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-magnitur%E2%80%93rezonansul-tomografias/15961
მონაცემთა შეჯერების შემდეგ, დაგენიშნებათ თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.
თუ გადაწყწვეტთ ვიზიტს. სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/neiroqirurgia/37
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!