კითხვა: გამარჯობა, თავის ქალაზე მაქვს ბურთულის ფორმის წანაზარდი, ძვლოვანი. გადამიღეს რენტგენი და ონკოქირურგმა დამიწერა დიაგნოზი სავარაუდებელია ოსტეომა. შემდეგ ნეიროქირურგს ვაჩვენე-მითხრა რომ არაფერია საგანგაშო, მკურნალობა არ მჭირდება, მხოლოდ რაღაც პერიოდულობით უნდა გადავამოწმო. ტკვილი არ მაწუხებდა. მხოლოდ ბოლო პერიოდში მაქვს რაღაც ყრუ ტკივილები ლოკალურად. რენტგენი საკმარისია ამ დროს? თუ რამე სხვაც უნდა გავაკეთო, გთხოვთ დამაკვალიანოთ.
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ ოსტეომა, (ბერძ. Osteon ძვალი +eidos სახე; სინ.: ოსტეოიდური ოსტეომა) კეთილთვისებიანი წარმონაქმნია და ხასიათდება ოსტეოიდის წარმოქმნით მის ცენტრალურ ნაწილებში და ოსტეოსკლეროზის ზონის არსებობით მიმდებარე ძვლოვან ქსოვილში.
დაავადების ძირითადი კლინიკური სიმპტომი კი, დაზიანების ზონაში, თანდათანობითი მზარდი ტკივილია.
საჭიროა ვიცოდეთ ოსტეომის კერის ზომა, თუმცა სავარაუდოდ მას არ აქვს საგანგაშო ზომები, შესაბამისად თუ დინამიკაში დაკვირვების დროს არ გაიზარდა, არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. თუმცა, თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია საკმაოდ მწირია, რაზეც ამომწურავ პასუხს ვერ მოგაწვდით.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში , სადაც თქვენი ყოველმხრივი სრულფასოვანი კვლევებისათვის შექმნილია შესაბამისი პირობები .
ჩვენთან თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ნევროლოგის და ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დანიშნული კვლევები ( კომპიუტერული ტომოგრაფია და ა.შ.) ჩაიტაროთ აქციების ფარგლებში.

● თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფია და ნევროლოგის კონსულტაცია :  

https://kirurgia.ge/article/31428/gatavisufldit-tavis-tkivilisgan-%E2%80%93-gtavazobt-tavis-tvinis-kompiuterul-tomografias-da-nevrologis-konsultacias 

რადიოლოგიურ კვლევათა შედეგები განხილული იქნება კონსილიუმის რეჟიმში, რომელსაც ნეიროქირურგებთან ერთად დაესწრებიან რადიოლოგები და რადიოთერაპევტები.
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა