გათავისუფლდით თავის ტკივილისგან – გთავაზობთ თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიას და ნევროლოგის კონსულტაციას

ქირურგიის ეროვნული ცენტრის აქციები

თავის ტკივილი, ანუ ცეფალგია ტკივილის ერთ–ერთი ფართოდ გავრცელებული ფორმაა და ეს დისკომფორტი მოსახლეობის 70%–სთვის ნაცნობია.

აღსანიშნავია, რომ თავის ტკივილს სხვადასხვა მიზეზი იწვევს:

 

  • თავის ტვინის ორგანული დაავადებები (ტრავმები, მოცულობითი წარმონაქმნები);
  • სისხლძარღვოვანი  მიზეზები (შაკიკი, ჰიპერტენზია);
  • ფსიქოგენური  მიზეზები (დაძაბვა, გადაღლა, სტრესი);
  • არატვინოვანი მიზეზები (ოსტეოქონდროზი, ინფექციები, ენდოკრინული მოშლილობები, სხვადასხვა ორგანოთა პათოლოგიები) და სხვა.

როგორც წესი ბევრი ადამიანი მას ტკივილგამაყუჩებლით ებრძვის. თუმცა ტკივილგამაყუჩებლის ეფექტი დროებითია. 

ქირურგიის ეროვნული ცენტრის აქციით მიიღებთ სრულყოფილ დასკვნას, დადგინდება თავის ტკივილის გამომწვევი ზუსტი მიზეზი და დაგენიშნებათ მკურნალობის შესაბამისი კურსი.

სწორედ ამიტომ თუ ხშირად  გაწუხებთ  შეტევითი ხასიათის  თავის ტკივილი, რომელიც შეიძლება აღმოცენებული იყოს როგორც დამოუკიდებლად, ისე წარსულში მიღებული ტრავმის გამო, მიმართეთ ქირურგიის ეროვნულ ცენტრს.

 

აქციის ფარგლებში 200 ლარის ნაცვლად 130 ლარად გთავაზობთ:

 

  • თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიას ულტრათანამედროვე, მრავალშრიან კომპიუტერულ ტომოგრაფზე Toshiba Aquilion RXL, რომელიც თავის კლასში უპირობო ლიდერია;
  • ნევროლოგის კონსულტაციას.

კომპიუტერული ტომოგრაფია ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების დროული დიაგნოსტირებისა და პრევენციისთვის.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე, მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფით Toshiba Aquilion RXL–ით, რომელიც თავის კლასში უპირობო ლიდერია. კომპიუტერული ტომოგრაფიის სისტემებში ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს გამოსახულების მაღალი ხარისხი. სწორედ ამ მიზნით, იაპონურმა კომპანიამ Toshiba შეიმუშავა რიგი ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლითაც აღიჭურვა კომპიუტერული ტომოგრაფი Toshiba Aquilion RXL.  

სწორედ ამ მნიშვნელოვანი ფუნქციებით ინსტალირებულ კომპიუტერულ ტომოგრაფზე მიმდინარეობს კვლევა!

აქცია ძალაშია ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს. 

თუ გსურთ, რომ ისარგებლოთ აღნიშნული აქციით, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25!


კლინიკის სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 72 წლისაა – რა ღონისძიებებით აღინიშნა იუბილე?

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 72 წლისაა – რა ღონისძიებებით აღინიშნა იუბილე?

ქირურგიის ეროვნული ცენტრი პროგრესულად მოაზროვნე მენეჯმენტის, უახლესი სამედიცინო აპარატურის და რაც მთავარია, უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალ ექიმთა მთელი თანავარსკვლავედის ერთობლიობაა.