ევროპის რადიოლოგთა კონგრესი ECR 2026

ევროპის რადიოლოგთა კონგრესი ECR 2026

სიახლე ქირურგიის ეროვნული ცენტრიდან:

 

მოხარულები ვართ გაგიზიაროთ, რომ ჩვენი გუნდი აგრძელებს მსოფლიო დონის სამედიცინო სტანდარტების დანერგვას და საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე საქართველოს ღირსეულად წარდგენას.

 

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოლოგები ევროპის რადიოლოგთა კონგრესს (ECR 2026) დაესწრნენ, სადაც წარდგნენ პოსტერ-პრეზენტაციით თემაზე:

 

"Acute Ischemic Stroke Mimics on MRI: A Case-Based Imaging Review"

 

ნაშრომი ეხება მწვავე იშემიური ინსულტის მსგავსი მდგომარეობების დიაგნოსტიკას მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორი მკურნალობის დროულად დასაწყებად.

 

ნაშრომის ავტორები:

  • ნათია ბურჯანაძე – რადიოლოგი (ავტორი)
  • მედეა ჩიჩუა – რადიოლოგი (თანაავტორი)
  • ანა სამხარაძე – რადიოლოგი (თანაავტორი)

საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მუდმივი განვითარება გვაძლევს საშუალებას, ჩვენს პაციენტებს შევთავაზოთ უახლესი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურება.

 

ქირურგიის ეროვნული ცენტრი – ტექნოლოგიები და ცოდნა თქვენი ჯანმრთელობისთვის!