მსოფლიო დიაბეტის საერთაშორისო დღე

მსოფლიო დიაბეტის საერთაშორისო დღე

14 ნოემბერი დიაბეტის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა.

დიაბეტის მსოფლიო დღე, ყოველწლიურად ტარდება 14 ნოემბერს და მისი მიზანია მოსახლეობის  დაავადებაზე ყურადღების გამახვილება და ცნობიერების ამაღლება.

ეს დღე 160-ზე მეტ ქვეყანასა და დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის 230-ზე მეტ წევრ ასოციაციაში აღინიშნება.

დიაბეტის პირველი მსოფლიო დღე 1991 წლის 14 ნოემბერს, დიაბეტის საერთაშორისო ფონდისა (IDF) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თანამშრომლობით ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ 14 ნოემბერი სამედიცინო ისტორიისთვის მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან სწორედ ამ დღეს, ფრედერიკ ბანტინგმა და ჩარლზ ბესტმა აღმოაჩინეს ინსულინი.

დიაბეტი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა და მას ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს.

იგი როგორც წესი, ვითარდება მოწიფულ ასაკში, ხშირად 40 წლის შემდეგ, სხეულის მომატებული მასის ფონზე, ზოგჯერ ინსულინის სიჭარბის ფონზეც კი. მას ხშირად წინ უძღვის შეცვლილი მეტაბოლური მდგომარეობა გლუკოზისადმი დარღვეული ტოლერანტობით, დისლიპიდემიით და ინსულინრეზისტენტობით.

დიაბეტი ტიპი 1 ანუ ინსულინდამოკიდებული, ან იუვენილური დიაბეტი (როგორც წარსულში მოიხსენიებდნენ)  - გამოწვეულია პანკრეასის β-უჯრედების დაზიანებითა და ფუნქციის სრული დაკარგვით, რასაც თან სდევს ინსულინის აბსოლუტური დეფიციტი. პირველი ტიპის დიაბეტი, ძირითადად, პანკრეასის მიერ ინსულინის გამომუშავების შემცირების გამო ვითარდება, მაშინ, როცა ტიპი 2 დიაბეტის განვითარება უფრო რთული პროცესების შედეგია.

ტიპი 2 დიაბეტის დროს გამომუშავდება საკუთარი ინსულინი, მაგრამ, როგორც წესი  „არასწორად“ ,  ანუ ორგანიზმი შენელებულად და არასაკმარისად რეაგირებს სისხლში გლუკოზის რაოდენობის მომატებაზე და გამოყოფილი ინსულინი არ არის საკმარისი გლუკოზის სრულად ასათვისებლად.

მეორე მექანიზმის მიხედვით, კუნთოვანი და ცხიმოვანი უჯრედები ვერ ახერხებენ მთელი გამოყოფილი ინსულინის, ანუ ინსულინის ნორმალური რაოდენობის გამოყენებას. ასეთ მდგომარეობას კი, ინსულინრეზისტენტობა ეწოდება.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი, უერთდება დიაბეტის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს და ამ თარიღთან დაკავშირებით, მთელი კვირის განმავლობაში, გთავაზობთ ენდოკრინოლოგიურ კვლევებს ფასდაკლებით:

  1. ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, მუცლის ღრუს ექოსკოპია და გლუკოზის შემცველობის განსაზღვრა სისხლში;
  2. დიაბეტური ტერფის სკრინინგი;
  3. ფარისებრი ჯირკვლის კვლევა ულტრაბგერითი ელასტოგრაფიით.

თუ გსურთ, ისარგებლოთ შემოთავაზებული აქციებით, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ, ქოლცენტის ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25!
გისურვებთ ჯანმრთელობას!


რა აინტერესებთ პაციენტებს

იხილეთ ვრცლად