მოგესალმებით,
შაქრიანი დიაბეტი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა და მას ერთ–ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს.
ის ქრონიკული მდგომარეობაა, რომელიც წარმოიშობა მაშინ, როდესაც პანკრეასი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ინსულინს, ორგანიზმს არ შეუძლია გამომუშავებული ინსულინის ეფექტური გამოყენება, ან ორგანიზმი ინსულინს გამოიმუშავებს, მაგრამ ინსულინის დონე არ არის საკმარისი.
დაავადების კლინიკური სურათის ჩამოყალიბებისა და პროგნოზისთვის გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს:
წვრილი და მსხვილი სისხლძარღვების, ნერვული ქსოვილის, თვალის ბროლის, ძვალ-სახსროვანი სისტემისა და თვალის ბადურა გარსის დაზიანება.
თქვენი მეუღლის შემთხვევაში რა არის ჩივილის გამომწვევი მიზეზი, მიმოწერის რეჟიმში ვერ მოგახსენებთ. საჭიროა ჩატარებულ გამოკვლევათა მონაცემების შეჯერება.
შეგიძლიათ, მომართოთ ჩვენს კლინიკას, რომელიც მულტიპროფილურია. გვყავს ყველა სპეციალისტი, მათ შორის ენდოკრინოლოგი, ანგიოლოგი და ნევროლოგი.
რაც ვფიქრობთ, ხელს შეგიწყობთ და არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკაში დამღლელი ვიზიტების განხორციელება. ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი კი, გაგიწევთ სათანადო მომსახურებას.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების პასუხები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/endokrinologia/30
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!