მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ჰიპოგლიკემია;
- რა იწვევს ჰიპოგლიკემიას;
- ჰიპოგლიკემიის მკურნალობა;
- რეკომენდაცია.
ჰიპოგლიკემია, ეს არის მდგომარეობა, როდესაც სისხლში შაქარის შემცველობა დაბალი რაოდენობითაა, რომლის დროსაც სისხლში გლუკოზის დონე ნორმასთან შედარებით შესამჩნევად იკლებს. ამ დროს სისხლში მისი შემცველობა 70 მგ’დლ-ზე (3.9 მმოლ’ლ-ზე) ნაკლებია.
სისხლში გლუკოზის დონე მაშინ იწევს დაბლა, როცა ის უჯრედებში გადადის. ამაში კი მას ინსულინი ეხმარება. შესაბამისად, ჰიპოგლიკემია როგორც გვერდითი ეფექტი ხშირად ახლავს თან ინსულინს ან დიაბეტს და მათ სამკურნალოდ მიღებულ მედიკამენტებს.
სხვა გამომწვევი მიზეზები კი, შესაძლოა იყოს:
- თირკმლის სამკურნალო მედიკამენტები;
- ალკოჰოლი;
- ჰეპატიტი;
- ანორექსია;
- თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონული დეფიციტი;
- ნახშირწყლების არასაკმარისი მიღება;
- არასრულფასოვანი კვება.
იქიდან გამომდინარე, რომ მისი სისხლში გლუკოზის შემცველობა მკაცრად განსაზღვრული არ არის, შესაძლოა შესაბამისმა სპეციალისტმა პაციენტს, მისივე მდგომარეობიდან გამომდინარე, გლუკოზის ნორმის შესაბამისად, ჰიპოგლიკემიის სხვა ზღვარი დაუდგინოს.
გარდა ამისა, ჰიპოგლიკემიას შესაძლოა იწვევდეს კუჭზე ქირურგიული ჩარევა ან სხვადასხვა იშვიათი ფერმენტული პათოლოგიები, რაც იწვევს საკვების მონელების გართულებას.
რაც შეეხება მკურნალობას, იგი დამოკიდებულია ჰიპოგლიკემიის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრაზე.
ზუსტი მიზეზის დიაგნოსტირებისთვის კი, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ნორმაში ორგანიზმი როგორ არეგულირებს გლუკოზის წარმოქმნას, შეწოვასა და შენახვას.
რეკომენდაციის სახით შეგვიძლია, მოგცეთ რამდენიმე რჩევა კვებასთან დაკავშირებით:
- მიირთვით მცირე ულუფებით ყოველ 3 საათში ერთხელ;
- კვება უნდა იყოს მრავალფეროვანი, ანუ რაციონში უნდა შედიოდეს რძის ნაწარმი, პური, ხილი, ბოსტნეული, ნატურალური წვენები;
- სასურველია ფიზიკური აქტივობა დატვირთვის გარეშე (სეირნობა).
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ანამნეზური მონაცემებისა და კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების პასუხების შეჯერების შემდეგ, დაგინიშნავთ დამატებით საჭირო კვლევებს, დასვამს დიაგნოზს და შეგირჩევთ სათანადო მკურნალობას.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/endokrinologia/30
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!