აუტოიმუნური თირეოდიტი - ენდოკრინოლოგია

კითხვა: როგორ მკურნალობენ, ავტოიმუნორ თირეოდიტს?
პასუხი:

მოგესალმებით,
აუტოიმუნური თირეოიდიტი ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რასაც იწვევს სისხლში ანომალიური ანტისხეულების არსებობა, რომლებიც უტევენ და აზიანებენ ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებს.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ავადმყოფური დაქვეითება ანუ ჰიპოთირეოზი ორგანოთა თითქმის ყველა სისტემის მხრივ იწვევს დარღვევებს, მაგალითად:

  • კანის სიმშრალე;
  • შეშუპება,;
  • გასქელება;
  • თმოვანი საფარველის გამეჩხერება;
  • ფრჩხილების მტვრევადობა.

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ორგანოების მხრივ პაციენტები ხშირად აღნიშნავენ სახსრების ტკივილს, კიდურების დაბუჟებას, კუნთოვან სისუსტეს, ფიზიკური და ინტელექტუალური შრომის უნარის დაქვეითებას. დამახასიათებელია ღამით ფხიზელი ძილი და დღის განმავლობაში ძილისადმი მიდრეკილება.
მკურნალობის ტაქტიკა ინდივიდუალურია, ალტერნატიული აზრის მოსასმენად, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც დაგინიშნავთ აპრობირებულ და გაიდლაინებით დასაბუთებულ მკურნალობას.
ასევე გვაქვს აქცია, ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევაზე 100 ლარის ნაცვლად მხოლოდ 49 ლარად, რომელიც ითვალისწინებს:

  • ენდოკრინული ქირურგის კონსულტაცია;
  • ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია ელასტოგრაფიული მეთოდით ულტრათანამედროვე აპარატზე Toshiba Aplio 500;
  • TSH–ის კონცენტრაციის განსაზღვრა.

გაცნობებთ, რომ აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა