მოგესალმებით,
დისტანციურად, უშუალო ვიზიტისას გასინჯვისა და კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების გარეშე, პასუხის გაცემა შეუძლებელია.
აუცილებელია დადგინდეს მომატებული მადის მიზეზი. ეს შეიძლება იყოს სისხლში გლუკოზის (შაქრის) შემცველობის მატება, მომატებული სიმჟავე ან სტრესზე რეაქცია. უნდა მიმართოთ ექიმს მადის მატების მიზეზის დასადგენად.
მანამდე კი, მოგცემთ რჩევას მადის დაქვეითებისათვის:
- კვებამდე 15-20 წუთით ადრე, ეფექტურია კვების წინ წყლის მიღება;
- მიიღეთ საკვები პატარ–პატარა ლუკმებით და ნელა;
- იკვებეთ ჯანსაღად, მიირთვით დღეში 3-4–ჯერ მცირე ულუფებით;
- კვებიდან–კვებამდე არ ისმუსნავოთ;
- ხშირია შემთხვევა როცა „ინფორმაციას“ არასწორად აღვიქვამთ, ამიტომ როცა იგრძნობთ შიმშილს, დალიეთ წყალი.
სხვა რეკომენდაციებისათვის შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ და დაგინიშნავთ შესაბამის და ინდივიდუალურ მკურნალობის მეთოდს.
გირჩევთ, თავი აარიდოთ თვითმკურნალობას და „მოდურ“ დიეტებს, რადგან შესაძლოა გამოიწვიოთ კუჭ–ნაწლავის პრობლემები და მდგომარეობის გაუარესება.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !