ფარისებრი ჯირკვლის კვლევა - ენდოკრინოლოგია

კითხვა: გამარჯობა ვაპირებ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე ანალიზების გაკეთებას. (TSH ,FT4) და ასევე ულტრაბგერით დიაგნოსტიკას. მაინტერესებს მოსაწევის მოხმარების შემდეგ რამდენი ხანი უნდა გავიდეს რომ ანალიზი გაკეთდეს და რამდენად ახდენს გავლენას ანალიზის შედეგებზე. (გამიგია რომ 30 დღის განმავლობაში რჩება ორგანიზმში) რეგულარული მწეველი არ ვარ წელიწადში რამდენჯერმე მხოლოდ. გმადლობთ წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,

მოგახსენებთ, რომ მარიხუანა მოხმარების შემდეგ ორგანიზმში რჩება:

  • შარდში 7-30 დღე;
  • სისხლში - 2 კვირა;
  • თმაში 3 თვე.

რა თქმა უნდა იგი ახდენს გავლენას ლაბორატორიული ანალიზის პასუხებზე. ამიტომ უმჯობესია, 2 კვირის გასვლის შემდეგ ჩაიტაროთ სასურველი ჰორმონების კვლევა:

  • TSH;
  • FT4.

კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ ფარისებრი ჯირკვლის კვლევებზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე:

სხვა დეტალების დასაზუსტებლად და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა