მოგესალმებით,
ზოგადად, ჭარბოფლიანობა ანუ ჰიპერჰიდროზი, არსებობს ორი სახის, ფიზიოლოგიური ან პათოლოგიური.
ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზი წარმოადგენს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას და იცავს ორგანიზმს გადახურებისაგან. იგი შეიძლება გამოწვეული იყოს : ემოციური განცდებით, ტკივილით, საკვებით. ჰაერით და ა.შ.
ხოლო, პათოლოგიური ჰიპერჰიდროზი – ეს არის არაადეკვატური ოფლდენა, რომელიც ერთჯერადი ფაქტორებით არაა განპირობებული.
● გამომწვევ მიზეზებს შორის შეგვიძლია განვიხილოთ:
● ენდოკრინული პრობლემები – ჰიპერთირეოიდიზმი, ჰიპერპიტუიტარიზმი, დიაბეტი და ა.შ.
● ნევროლოგიული აშლილობა (პარკინსონიზმი და ა.შ.);
● ინფექციური დაავადებები;
● გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
● თირკმელების დაავადებები;
● გენეტიკური დაავადებები;
● ტუბერკულოზი;
● ზოგიერთი მედიკამენტი (მაგალითად, ანტიდეპრესანტები);
● ალკოჰოლიზმი;
● ნარკოტიკული საშუალებების მოქმედება;
● სხვადასხვა ნივთიერებებით მოწამვლა და ა.შ.
შეუძლია პაციენტს, მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში თერაპევტთან კონსულტაციაზე, სადაც ამანეზის შეკრებისა და ჩატარებული კვლევების პასუხების შეჯერების შემდეგ, მკურნალობაში ჩართავს შესაბამის სპეციალისტს.
თქვენ ჩვენი „ხშირი პაციენტი“ ბრძანდებით. სასიამოვნოა როცა გვენდობიან, თუმცა თუ პაციენტი არ მოვიდა ჩვენამდე, დისტანციურად დიაგნოსტირება და მითუმეტეს მკურნალობა შეუძლებელია.
შესაბამისად, მიმოწერის რეჟიმში, რეკომენდაციების გაცემას ვერ გავაგრძელებთ.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ვიზიტის დასაგეგმად შეუძლია პაციენტს, დაგვიკავშირდეს ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობათ,ბედნიერ წელს გისურვებთ მაინტერესებს რისი ბრალი შეიძლება იყოს ჭარბი ოფლიანობა,ზედმეტად შემაწუხებელი, ახალგაზრდა კაცს,30 წლის,უკვე დიდი ხანია აწუხებს ჭარბი ოფლიანობა,სიცივეშიც კი წყალივით მოსდის ოფლი იღლიებიდან,ფარისებრი გამოკვლეული აქვს,სხვა რისგან შეიძლება იყოს და რა გამოკვლევა ჩაიტაროს?
პასუხი: