აუტოიმუნური თირეოიდიტი, მეხსიერების დაქვეითება - ენდოკრინოლოგია

კითხვა: ჩემს 19 წლის გოგონას აქვს ავტოიმუნური თირეოიდიტი, კვანძები, თირეოტოქსიკოზი, ანტისხეულები აქვს მომატებული, სისტემატიურად დავდივართ ენდოკნოლოგთნ, სვამს ეუთიროქსს, კვანძები საჭიროებს მხოლოდ დაკვირვებას, აქვს ნევროზი, წელს სტუდენტია, 1 კურსზეა და უჩივის მეხსიერების დაქვეითებას, კონცენტრაციის უნარის დარღვევას, არადა ყოველთვის კარგად სწავლობდა და 100% იანი გრანტი აქვს, განსაკუთრებით უჭირს გამოცდების ჩაბარება, მირჩიეთ ვის მივმართო, ხნდახან კანკალი აუვარდება, განსაკუთრებით გამოცდის პერიოდში და ვეღარ შედის გამოცდაზე, ჩვენ რაიონში ვართ, ის კი მარტო ცხოვრობს, ვფიქრობ გარემოს შეცვლამაც ხო არ იმოქმედა, 1 -ელ კურსზეა, თან ოჯახისგან მოშორებით, მირჩიეთ ვისთან მივიდეთ
პასუხი:

მოგესალმებით,
უტოიმუნური თირეოიდიტის დროს ორგანიზმში ისეთი იმუნოგლობულინები (ანტისხეულები) გამომუშავდება, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის ამა თუ იმ კომპონენტის წინააღმდეგ არიან მიმართულნი და მის დაზიანებას იწვევენ. მნიშვნელოვანია დაავადება ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციით მიმდინარეობს თუ ჰიპერფუნქციით, რაც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამოკვლევით დგინდება.

მეხსიერების დაქვეითება

მეხსიერება ქცევის წარმმართველი ტვინის ძირითადი ფუნქციაა და წარმოადგენს ფენომენს, რომლის საშუალებითაც ხდება "დასწავლა". ამ გაგებით ქცევის ფსიქოფიზიოლოგიაში "დასწავლა" და "მეხსიერება" ერთმანეთისგან განუყოფელია.
როგორც აღნიშნავთ, პაციენტს აქვს ნევროზი, ახალგაზრდებში მეხსიერების დაქვეითება შესაძლოა ნევროზთან ან დეპრესიასთან იყოს დაკავშირებული.
პირველ რიგში, სასურველია მოიწესრიგოს ძილი, რადგან ნორმალური ძილის გარეშე მეხსიერება ქიმიურ და მოლეკულურ დონეზე ვერ "რეალიზდება და იმუშავებს" სრულფასოვნად.
გამომწვევი ზუსტი მიზეზის დიაგნოსტირებისთვის კი, შეუძლია პაციენტს მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც ნევროლოგი შეკრებს ანამნეზს, შეაფასებს ზოგად მდგომარეობას და დაუნიშნავს ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდს.
გაცნობებთ, რომ ჩვენი კლინიკა არის პოლიპროფილური, გვყავს ყველა ექიმი, მათ შორის ენდოკრინოლოგიც.
მობრძანდეს თქვენი შვილი კონსულტაციაზე და ჩვენი მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი, აუცილებელად დაეხმარება, მკურნალობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
ნევროლოგთან უფასო კონსულტაციის დღეა პარასკევი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა