კოლოიდური კვანძის დროს სოლარიუმი, რუჯი - ენდოკრინოლოგია

კითხვა: მოგესალმებით, მაინტერესებს რამდენად საშიშია კოლოიდური კვანძის დროს რუჯის მიღება, როგორც სოლარიუმის მეშვეობით ასევე მზეზე ზაფხულის პერიოდში?
პასუხი:

მოგესალმებით,
კოლოიდური კვანძი კლინიკურად ვლინდება როგორც დომინანტური კვანძი. ხშირ შემთხვევაში არ ფუნქციონირებს და არ გააჩნია კაფსულა.
ციტოლოგიურად, ჩვეულებრივ, სახეზეა ჭარბი კოლოიდი და ნორმალური ფოლიკულური უჯრედები.
ზოგადად, კოლოიდური კვანძის დროს დაუშვებელია აბანოებისა და საუნის, სოლარიუმის სტუმრობა აგრეთვე დიდ ხანს მზის აბაზანების მიღება.
მნიშვნელოვანია ექიმ ენდოკრინოლოგის რეკომენდაციები, კვანძზე დაკვირვება და მისი ზომების შეფასება, რაც განმეორებითი ულტრაბგერითი კვლევებით ხდება.
საჭიროა დინამიური დაკვირვება, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც ექიმი–ენდოკრინოლოგი შეგირჩევთ ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდს და კომპეტენციის ფარგლებში, გაგცემთ თქვენთვის საინტერესო კითხვაზე პასუხს ამომწურავად.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა