ხიჯამა, ჭარბი წონა - ენდოკრინოლოგია

კითხვა: გამარჯობა! გმადლობთ, რომ დროს მითმობთ! რამდენიმე შეკითხვა მაქვს: 1. რას ნიშნავს სისხლის გამოშვება (ზურგიდან) ? რა დადებითი და უარყოფითი შედეგები აქვს? ამართლებთ თუ არა და რატომ ? 2. თუ შეგიძლიათ ამომწურავი (შეძლებისდაგვარად) ინფორმაცია მომაწოდოთ სიმსუქნის შესახებ. რა იწვევს მას? 3. რას ნიშნავს ორგანიზმის გაწმენდა შლაკებისაგან ? გმადლობთ...
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც აღნიშნავთ „სისხლის გამოშვება ზურგიდან“ სავარაუდოდ გულისხმობთ ხიჯამას, ხიჯამა - მკურნალობა სისხლის გამოშვებით, სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის ერთ-ერთი უძველესი მეთოდია და ცნობილი იყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე,
შემდგომ ეს მანიპულაცია ჩანაცვლდა წურბელებით, რომელიც ასევე ერთ-ერთი მეთოდია სისხლის გამოშვებით მკურნალობისა, როდესაც გამოიდევნება უვარგისი სისხლი.
ესაა ძველი ჩინური ექიმბაშური მკურნალობა, მისი რისკებისა და უარყოფითი ჩვენების შესახებ არაფერია ცნობილი, აქედან გამომდინარე თანამედროვე მედიცინა არ ენდობა.
რაც შეეხება ჭარბ წონას, ის არამხოლოდ ესთეტიკური, არამედ ჯანმრთელობის პრობლემაცაა.
ჭარბი წონის გამომწვევი არაერთი მიზეზი არსებობს.
არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საკვებისადმი ისეთივე დამოკიდებულება აქვთ, როგორიც ნარკოტიკების მომხმარებლებს - ნარკოტიკების, ხოლო ალკოჰოლიზმით დაავადებულებს - სპირტიანი სასმელების მიმართ.
მარტივად რომ ვთქვათ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც დროდადრო ჭამის დაუძლეველი მანიაკური სურვილი იპყრობთ. ეს თავისთავად იწვევს წონის პრობლემებს.
ჰორმონული დარღვევა ჭარბი წონის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია, თავად დისბალანსის მიზეზი კი არაერთია.
ჭარბი წონა ზრდის ისეთი დაავადებების წარმოშობის რისკს, როგორებიცაა:

  • დიაბეტი;
  • ზოგიერთი სახის ავთვისებიანი სიმსივნე;
  • მაღალი წნევა;
  • ძილის აპნოე;
  • ლიპიდების ცვლის დარღვევა;
  • ინსულინის მიმართ რეზისტენტობა;
  • მეტაბოლური სინდრომი.

სიმსუქნის დროს კვებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, აუცილებელია სწორი დამოკიდებულება შევიქმნათ წონის კლებასთან დაკავშირებით. სწორად კვების მოწესრიგებაა პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ჭარბწონიანმა ადამიანმა, მაგრამ აუცილებელია მანამდე მიმართოთ სპეციალისტს. სამედიცინო თვალსაზრისით სიმსუქნე ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც პროგრესირების ტენდენცია და ხშირი რეციდივი ახასიათებს.
ორგანიზმის გაწმენდაში მოიაზრება, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზებსა და მათში დაგროვილი „სიმდიდრის“ გადადევნა ნაწლავებში, საიდანაც შემდეგ გარეთ გამოიყოფა დეფეკაციის გზით, თუმცა არც ამ „თანამედროვე ტენდენციას“ ცნობს მედიცინა, რადგან არის რისკისშემცველი და გაუმჯობესებას კი არა, შესაძლოა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვიოს .
თუ თვლით, რომ გაწუხებთ ჭარბი წონა, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, საჭირო ლაბორატორიული ანალიზების შემდეგ, გაირკვევა გამომწვევი მიზეზი და დაგენიშნებათ აპრობირებული მკურნალობა.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა