ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები - ენდოკრინოლოგია

კითხვა: გამარჯობა მაქვს ფარისებრზე კვანძი.იყო 6მმ,10 თვეში განმორებით გავიკეთე და მაქვს 9 მმ რამდენათ საშიშია ამ ზომით ზრდა კვანძის და თუ უნდა მივიღო რამე პრეპარატი.ჰორმონი ნორმა მაქვს
პასუხი:

მოგესალმებით,
კვანძოვანი ჩიყვი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებას მსოფლიოში. ეს სერიოზული დაავადებაა, რადგან კვანძის ქსოვილი არ ემორჩილება ორგანიზმის რეგულაციურ გავლენას. ფარისებრი ჯირკვლის კვანძად მიიჩნევა ჯირკვლის შემოსაზღვრული უბნის მოცულობითი ცვლილება, რომელიც აგებულებით ჯანმრთელი ქსოვილისგან განსხვავდება.
კვანძოვან ჩიყვს მრავალფეროვანი კლინიკური სურათი არ ახასიათებს. ერთადერთი, იოდის დეფიციტის დროს შეიძლება ჩამოყალიბდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ავტონომია, რითაც შესაძლოა, ჩამოყალიბდეს თირეოტოქსიკოზი.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა სრული დიაგნოსტიკა ენდოკრინოლოგის, ექოსკოპისტისა და ციტოლოგის ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი.
როგორც მოგვითხრობთ, კვანძის ზომები გაიზარდა. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, ჩატარდეს ციტოლოგიური კვლევა. რის შემდგომაც შესაძლებელი იქნება, განისაზღვროს მკურნალობის მეთოდი.
დამოუკიდებლად პრეპარატების მიღება დაუშვებელია.
უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს. ხოლო თუ გსურთ, მოისმინოთ სხვა მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მოსაზრება შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც მონაცემთა შეჯერების შემდეგ, მოგეცემათ მითითება მკურნალობის შესახებ.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა