დიეტა მოზარდებში - ენდოკრინოლოგია

კითხვა: შეიძლება თუ არა მოზარდმა დაიცვას დიეტა?
პასუხი:

მოგესალმებით,
თავდაპირველად გიპასუხებთ თქვენს პირველ შეკითხვაზე, მსხლის დიდი რაოდენობით მირთმევასთან დაკავშირებით.
შესაძლებელია მსხალი მიირთვათ მცირე რაოდენობით, იგი მდიდარია უჯრედისით, თუმცა „დიეტის“ მიზნით, არც ერთი პრდუქტის დიდი რაოდენობით მიღება არ არის სასურველი, რადგან შესაძლოა, გამოიწვიოს გარკვეული დისკომფორტი საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ, ხოგ შემთხვევაში, გაამძაფროს შიმშილის შეგრძენაბ და გახდეს ჭარბი კილოგრამების „აკრეფის“ ერთ–ერთი ხელშემწყობი ფაქტორი.
რაც შეეხება თქვენს მეორე შეკითხვას, დიეტა მოზარდებში, გიპასუხებთ, რომ თვითნებურად დანიშნულ მკაცრ დიეტას, სწრაფი შედეგის მიღწევის სურვილს და არარეალურად შეფასებულ, წარმოსახვით „ზედმეტ კილოგრამებთან“ ბრძოლას, მოზარდისთვის სახიფათო შედეგების მოტანა შეუძლია.
იმის გავითვალისწინებთ, თუ არასწორი მიდგომა რა რისკ-ფაქტორებს შეიცავს მოზარდის ჯანმრთელობისთვის, ამ საკითხს ფრთხილი დამოკიდებულება სჭირდება.
თუ მიიჩნევთ, რომ მოზარდს აქვს ჭარბი წონა, აუცილებელია ვიზიტი განახორციელოთ ექიმთან.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც დაგეხმარებათ და შეგირჩევთ მოზარდისათვის, სწორი კვების შესაბამის რაციონს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა