მოგესალმებით,
კოლოიდური კვანძი კლინიკურად ვლინდება როგორც დომინანტური კვანძი. ხშირ შემთხვევაში არ ფუნქციონირებს და არ გააჩნია კაფსულა. ციტოლოგიურად, ჩვეულებრივ, სახეზეა ჭარბი კოლოიდი და ნორმალური ფოლიკულური უჯრედები.
მნიშვნელოვანია ექიმ ენდოკრინოლოგის რეკომენდაციები, კვანძზე დაკვირვება და მისი ზომების შეფასება, რაც განმეორებითი ულტრაბგერითი კვლევებით ხდება.
სავარაუდოდ, უნდა გაიკეთოთ პუნქციური ბიოფსია ფარისებრი ჯირკვლის კვანძიდან, რათა გამოირიცხოს ავთვისებიანი პროცესი და ადენომა.
საჭიროა დინამიური მეთვალყურეობა ექიმთან, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ობიექტური შეფასების შემდეგ, დაგენიშნებათ საჭირო ლაბორატორიულ–კლინიკული კვლევები და ექიმი–ენდოკრინოლოგი შეგირჩევთ ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: ბიოფსიით დამისვეს დიაგნოზი კოლოიდური ჩიყვი, შემდეგ მირჩიეთ რა გავაკეთო.მადლობა წინასწარ
პასუხი: