ფოლიკულური ნეოპლაზია - ენდოკრინოლოგია

კითხვა: ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ .3 წლის წინ აღმომაჩნდა ჩიყვი.და მასთან ერთად სხვა სტრუქტურის კვანძი. თუ სწორად ვერ ვამბობ მაპატიეთ. ბიობსიით იყო კოლოიდური კვანდძი.ეხლა გადავამოწმე ექიმის რეკომდნდაციით და ბიოფიაში მიწერია. ზუსტად ასე: მეტად ფოლიკულური ნეოპლაზია. თუ არ შეწუხდებით განმიმარტეთ ეს სიმსიმვნეს ნიშნავს? ექიმთან ხვალ მივდივარ და ვერ ვითმენ ვისაც ვკითხე სიმსივნეაო მითხრეს,. უღრმესი მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
შევეცდებით, მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
კოლოიდური კვანძი კლინიკურად ვლინდება როგორც დომინანტური კვანძი. ხშირ შემთხვევაში არ ფუნქციონირებს და არ გააჩნია კაფსულა. ციტოლოგიურად, ჩვეულებრივ, სახეზეა ჭარბი კოლოიდი და ნორმალური ფოლიკულური უჯრედები.
კოლოიდური კვანძი არ ნიშნავს სიმსვინეს. რაც შეეხება ნეოპლაზიას, დიახ სიმსივნეა, თუმცა კეთილთვისებიანი. იგი შედგება ადენოჰიპოფიზური უჯრედებისაგან.
ჰიპოფიზის პირველადი ავთვისებიანი სიმსივნე ძალიან იშვიათია. ჰიპოფიზის ადენომის განვითარება შედგება რამდენიმე საფეხურისგან, ფაქტორები მოიცავს შემდეგს:

  • გენეტიკური მემკვიდრეობა;
  • მუტაცია;
  • ჰორმონული ზეგავლენა.

რეკომენდებულია ციტოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური მონაცემების შეჯრება, ასევე აუცილებელია დაკვირვება დინამიკაში.
რაც შეეხება მკურნალობას რადიკალურია, ექვემდებარება მხოლოდ ქირურგიულ ჩარევას, ხოლო ყოველივე ამის შემდეგ ჰორმონოთერაპიას.
თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში, მკურნალობის მეთოდსა და სამომავლო გეგმებზე, უმჯობესია გესაუბროთ თქვენი მკურნალი ექიმი.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა