კვანძოვანი ჩიყვი, ხველება - ენდოკრინოლოგია

კითხვა: ჩიყვი მაქვს კვანძოვანი, იუნონაში დამიდგინეს,გამომიწერეს ელტიროქსინი100 ვსვამდი 2წელი შემდეგ ჩემით მივატოვე,ეხლა ხველება მაწუხებს დახრჩობამდე მივდივარ,არ ვიცი გულის ბრალია თუ ჩიყვის(გაცივებული არ ვარ) მომწერეთ თუ შეიძლება რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით, 

შევეცდებით, მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია. კვანძოვანი ჩიყვი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებას მსოფლიოში.

ეს სერიოზული დაავადებაა, რადგან კვანძის ქსოვილი არ ემორჩილება ორგანიზმის რეგულაციურ გავლენას. ფარისებრი ჯირკვლის კვანძად მიიჩნევა ჯირკვლის შემოსაზღვრული უბნის მოცულობითი ცვლილება, რომელიც აგებულებით ჯანმრთელი ქსოვილისგან განსხვავდება.

კვანძოვან ჩიყვს მრავალფეროვანი კლინიკური სურათი არ ახასიათებს. ერთადერთი, იოდის დეფიციტის დროს შეიძლება ჩამოყალიბდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ავტონომია, რაც თირეოტოქსიკოზის განვითარებამდე მიგვიყვანს.

რაც შეეხება ხველებას, ის ზოგადად ორგანიზმის თავდაცვითი  რეფლექსია, რომლის დროსაც ორგანიზმი ცდილობს სასუნთქი გზა გაათავისუფლოს ნახველისგან და ნებისმიერი სხვა გამაღიზიანებლისაგან, მაგალითად როგორიცაა მტვერი, კვამლი და ა.შ. 

თუმცა, თქვენს შემთხვევაში, ვვარაუდობთ, რომ ხველა გამოწვეულია ფარისებრი ჯირკვლის მნიშვნელოვანი გადიდებით და სასუნთქ სისტემაზე ზეწოლით .

დისტანციურად მკურნალობის მეთოდზე ვერ მიგითითებთ, საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ხელახალი კვლევა, დინამიკასა და ცვლილებებში დაკვირვება, ჰორმონების განსაზღვრა, რაც მოითხოვს უშუალო ვიზიტს ენდოკრინოლოგთან.

მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, გირჩევთ, ნუ გადადებთ ვიზიტის განხორციელებას.

კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ფარისებრი ჯირკვლის სრულფასოვან კვლევას, დეტალური ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-

ასვეე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა