კვანძოვანი ჩიყვი - ენდოკრინოლოგია

კითხვა: მოგესალმებით.ახლობელს აღმოაჩნდა კვანძები ფარისებრ ჯირკვალზე.ბიოფსიის პასუხი იყო კეთილთვისაბიანი სიმსივნე.დაენიშნა მკურნალობა,თუმცა მან არ ისურვა მკურნალობა და ამჯობინა ოპერაცია.ოპერაციის შემდეგ დაითესა მასალა და აღმოჩნდა ავთვისებიანი სიმსივნე,კანცერომა,1- ლი სტადია.ახლა შეკითხვა: მეც აღმომაჩნდა კვანძები შარშან და მეც კეთილთვისებიანი მიწერია ბიოფსიის პასუხი.ვენდო თუ არა?
პასუხი:

მოგესალმებით,
კვანძოვანი ჩიყვი დაავადებაა, რომლის დიაგნოზიც ყველაზე მეტად აშინებს პაციენტს, ეს დიაგნოზი ნამდვილად არ არის სასიმოვნო, მაგრამ არც სასოწარკვეთილების საფუძველს იძლევა.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა სრული დიაგნოსტიკა ენდოკრინოლოგის, ექოსკოპისტისა და ციტოლოგის ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი.
გასაგებია თქვენი მღელვარება, თუმცა, თუ თქვენ ეჭვი გეპარებათ კვლევის სარწმუნოებაში – საჭიროა განმეორებითი ციტოლოგიური გამოკვლევა, რათა დადგინდეს კვანძის თვისება, თუ აღებული მასალის შესწავლამ ცხადყო, რომ კვანძი კეთილთვისებიანია, რეკომენდებულია კლინიკური დაკვირვება.
თუ გსურთ მაღალკვალიფიციური ექიმის მოსაზრების მოსმენა, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.


სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა