ვიზიტი ენდოკრინოლოგთან - ენდოკრინოლოგია

კითხვა: გამარჯობა. ვარ 17 წლის მაწუხებს უძილობა, მუდმივი დაღლილობა, თავის ტკივილები, საშინელი თმის ცვენა და პლიუს ამას მაწუხებს გულის გამუდმებული ჭვალვა რომელიც რატომღაც საბოლოოდ მთელს გულმკერდზე გადამდის და მტკივა ზედა კიდურებიც, ხშირია როცა ისე მტკივა რო მგრძნობელობას ვკარგავ ზედა კიდურებში. მივაკითხე კარდიოლოგს და დამინიშნა ვამელანი და ნუროფენი ტკივილის შემთვხვევაში. დავამთავრე მკურნალობის კურსი თუმცა გულის ჭვალვა და კიდურების ტკივილი მაინც მაწუხებს. მაინტერესებს რა უნდა ვქნა, რომელ ექიმს მივმართო და რომელი გამოკვლევით დავიწყო მიზეზის აღმოჩენა. მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
მიუხედავად იმისა, რომ თმის ცვენის პროცესი უმეტესწილად მრავალკომპონენტიანია და მიზეზები შესაძლოა იყოს ლოკალური, იმუნური, მეტაბოლური და ა.შ. ფაქტორებით განპირობებული, თქვენს შემთხვევაში, რაკი თმის ცვენასთან ერთად აღნიშნავთ "მაწუხებს უძილობა, მუდმივი დაღლილობა, თავის ტკივილები", ვფიქრობთ, საქმე შესაძლოა ეხებოდეს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებს. ამ შემთხვევაში აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ ენდოკრინოლოგთან.
სასურველია დაგვიზუსტოთ, რა დიაგნოზი დაგისვათ თქვენა ექიმმა, რის შემდეგაც მოგცათ რეკომენდაცია „ვამელანსა“ და „ნუროფენზე“ .
დისტანციურად პასუხის გაცემა და დიაგნოსტირება შეუძლებელია.
შესაბამისად, სასურველია პირველ რიგში გამოირიცხოს ენდოკრინოლოგიური პათოლოგიები, ხოლო შემდეგ მკურნალობაში ჩაერთოს კარდიოლოგიც.
აუცილებელია კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები, რათა დაისვას ზუსტი დიაგნოზი.
ამიტომ, ჩვენი კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ენდოკრინოლოგიურ და კარდიოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე:

● ფარისებრი ჯირკვლის კვლევა: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad- 

● გულ–სისხლძარღვთა პათოლოგიების კვლევა:    https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad 

კვლევების ჩატარების შემდეგ, ექიმი–სპეციალისტი შეაჯერებს ინფორმაციას ობიექტურად და დაგინიშნავთ მკურნალობას.
სხვა დეტალების დასაზუსტებლად და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა