მოგესალმებით!
ჭარბი წონა, არამხოლოდ ესთეტკიური, არამედ ჯანმრთელობის პრობლემაცაა.
ჭარბი წონის გამომწვევი არაერთი მიზეზი არსებობს.
არსებობენ ადამიანები, რომლებსაც დროდადრო ჭამის დაუძლეველი, მანიაკური სურვილი იპყრობთ, რაც თავისთავად იწვევს წონის პრობლემებს.
ჰორმონული დარღვევა ჭარბი წონის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია, თავად დისბალანსის მიზეზი კი არაერთია.
ჭარბი წონა ზრდის ისეთი დაავადებების წარმოშობის რისკს, როგორებიცაა:
- დიაბეტი;
- ზოგიერთი სახის ავთვისებიანი სიმსივნე;
- მაღალი წნევა;
- ძილის აპნოე;
- ლიპიდების ცვლის დარღვევა;
- ინსულინის მიმართ რეზისტენტობა;
- მეტაბოლური სინდრომი.
ჭარბი წონის დროს კვებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, აუცილებელია სწორი დამოკიდებულება შეიქმნათ წონის კლებასთან დაკავშირებით. სწორად კვების მოწესრიგებაა პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ჭარბწონიანმა ადამიანმა, მაგრამ აუცილებელია მანამდე მიმართოთ სპეციალისტს. სამედიცინო თვალსაზრისით სიმსუქნე ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც პროგრესირების ტენდენცია და ხშირი რეციდივი ახასიათებს.
დისტანციურად დიეტასთან დაკავშირებით ვერ მოგცემთ მითითებას, ეს არაპროფესიულია.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც შეკრებს ანამნეზს, დაგინიშნავთ საჭირო კვლევებს და თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეგირჩევთ ინდივიდუალურ მკურნალობასა და ჯანსაღი კვების რეჟიმს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!