ჰორმონული დარღვევები - ენდოკრინოლოგია

კითხვა: გამარჯობა მაქვს ჰორმონალური დარღვევების ყველა სიმპტომი / უხასიათობა ქრონიკული დაღლა ციკლის დარღვევა.თმის ცვენა და მადა რომელსაც უკვე ვეღარ ვაკონტროლებ და ძალიან მოვიმატე მაქვს ლიბიდო არანაირი სურვილი არ მაქვს ურთიერთობის მეუღლესთან და ეს დიდ პრობლემებს მიქმნის ოჯახში .ანუ ყველა სიმპტომი მაქვს რეგულარულად 3 წელია უკვე რომელი პრეპარატის გამოყენებას მირჩევდით მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით, 

ჰორმონული დარღვევა ძალიან ფართო მცნებაა, ის აერთიანებს ფაქტიურად ნებისმიერ ჰორმონულ ცვლილებას, ადამიანის ორგანიზმში კი მრავალი ენდოკრინული ჯირკვალი და მათ მიერ პროდუცირებული ჰორმონია. ყველა მათგანის პათოლოგიას თავისი სიმპტომატიკა აქვს, ჰორმონული დარღვევების დიაგნოსტიკის მიზნით კვლევები ტარდება იმის მიხედვით, თუ რა სახის ჩივილები აქვს პაციენტს.

დისტანციურად პრეპარატებზე მითითებას ვერ მოგცემთ, ეს ჩვენი მხრიდან არაეთიკური და არაპროფესიული იქნება.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ანამნეზის შეკრებისა და თქვენს მიერჩატარებული კვლევების პასუხის საფუძველზე ,დაადგენს დიაგნოზს ,საჭიროების შემთხვევაში კი დაგინიშნავთ დამატებით  კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს ,ხოლო შემდეგ   შეგირჩევთ სათანადო მკურნალობას.

ასევე, კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ფარისებრი ჯირკვლის კვლევაზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-

დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა