ვიზიტი ენდოკრინოლოგთან - ენდოკრინოლოგია

კითხვა: 3 თვეა ვსვამ მეთიპრედს და საშინლად მოვიმატე წონაში. ალტერნატივა რა არის რევმატიულ ართრიტზე და მეორე შეკითხვა - წელის გაშეშებისას ნაკლოფენის გარდა რა შეიძლება გაკეთდეს ნემსი მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,

ზოგადად „მეტიპრედი“ გამოიყენება ენდოკრინული დაავადებების სამკურნალოდ, რა თქმა უნდა, შესაბამისი სპეციალისტის დანიშნულებით.

თუ მკურნალობა დაგინიშნათ ენდოკრინოლოგმა, სასურველია აღნიშნული კითხვით მიმართოთ მას და გააცნოთ  მკურნალობის მიმდინარეობა.

ხოლო თუ დამოუკიდებლად მიმართეთ მკურნალობას, ეს ყოვლად დაუშვებელია.

მას, ისევე როგორც სხვა მედიკამენტებს აქვს უკუჩვენება და თქვენს მიერ აღნიშნული "წელის გაშეშება" შესაძლოა მისი არადანიშნულებისამებრ მოხმარებისაგან გამოწვეული თირკმლის უკმარისობა გახლდეთ.

თავი აარიდეთ დამოუკიდებლად მედიკამენტების მიღებას და მიმართეთ ექიმ–სპეციალისტს.

ამ მიზნით ,  შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე.

ასევე, კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლება ფარისებრი ჯირკვლის  კვლევებზე, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა