მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ ე.წ. „კრუნჩხვა“ ზოგჯერ სისხლში კალციუმისა და კალიუმის ნაკლებობის ფონზე აღმოცენდება. მისი მიზეზი შეიძლება D ვიტამინის ნაკლებობაც იყოს.
ასევე, კრუნჩხვების პროვოცირებას ზოგჯერ ჰორმონული ან ორგანიზმიდან კალიუმის გამოდევნის ხელშემწყობი შარდმდენი პრეპარატებიც ახდენენ. მარილების დიდი რაოდენობით დაკარგვამ, გაძლიერებულმა ოფლდენამ ასევე შეიძლება დასაბამი მისცეს კრუნჩხვებს.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რა არის მისი გამომწვევი მიზეზი, პასუხის გაცემა გაგვიჭირდება.
აუცილებელია პაციენტმა გაიაროს კონსულტაცია შესაბამის სპეციალისტთან.
შეუძლია მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ, დაისმება დიაგნოზი და შეირჩევა მკურნალობის მეთოდი.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgდჯia.ge/29/shekitkhva-eqims/30
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მაინტერესებს ხელის თითების დაკრუნჩხვა თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ რა დაავადებასთან არის დაკავშირებული და ვის მივმართოთ. თითების კრუნჩხვები დაზელვის შემდეგ გადის მაგრამ რაღაც შუალედში მეორდება. ასევე დაემატა პარალელურად მოძრაობის შეზღუდვა. ქალბატონის ასაკი 64 წელი.
პასუხი: