ფარისებრი ჯირკვლის კოლოიდი - ენდოკრინოლოგია

კითხვა: გამარჯობა. ფარისებრი ჯირკვლის სითხური კოლოიდი რა მკურნალობას საჭიროებს და ექვემდებარება , როცა ჰორმონალური ანალიზი წესრიგშია? მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით!
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია. მათ უმრავლესობას სწორედ ულტრაბგერითი გამოკვლევის მეშვეობით გამოავლენენ. არსებობს როგორც დიფუზური ხასიათის (დიფუზური ჰიპერპლაზია, სხვადასხვა ტიპის თირეოიდიტი, გრეივსის დაავადება და სხვა), ისე კეროვანი (კვანძოვანი და ცისტოზური წარმონაქმნები) და შერეული ტიპის (დიფუზურ-კეროვანი) დაავადებები. ისეც ხდება, რომ ექოსკოპია ცვლილებებს ავლენს, მაგრამ ჯირკვალი ნორმალურად ფუნქციონირებს. მაგალითად, ზოგიერთი ტიპის კვანძოვანი ჩიყვის დროს ლაბორატორიული მონაცემები (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები და მათი საწინააღმდეგო ანტისხეულები) შესაძლოა ნორმის ფარგლებში იყოს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ექიმ ენდოკრინოლოგის რეკომენდაციები, კვანძზე დაკვირვება და მისი ზომების შეფასება, რაც განმეორებითი ულტრაბგერითი კვლევებით ხდება.
სავარაუდოდ, უნდა გაიკეთოთ პუნქციური ბიოფსია ფარისებრი ჯირკვლის კვანძიდან, რათა გამოირიცხოს ავთვისებიანი პროცესი და ადენომა.
საჭიროა დინამიური მეთვალყურეობა ექიმთან, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ობიექტური შეფასების შემდეგ, დაგენიშნებათ საჭირო კვლევები და ექიმი–ენდოკრინოლოგი შეგირჩევთ ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა