აუტოიმუნური თირეოდიტი, ჰიპოტენზია, პროლაფსი - ენდოკრინოლოგია

კითხვა: გამარჯობა.მაქვს აუტოიმუნური თირეოდიტი (ჰიპოთირეოზი)ასევე კალციუმის და მაგნიუმის ნაკლებობა.გულის ეხოზე უმნიშვნელო პროლაფსი ჩანდა .ჰიპოთირეოზს შეუძლია პროლაფსის გამოწვევა ?იმიტორო ყველაფერი გამოვიკვლიე რევმატიზმიდან დაწყებული და ყველაფერი წესრიგშია.
პასუხი:

მოგესალმებით, 

შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია. აუტოიმუნური თირეოიდიტი ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რასაც იწვევს სისხლში ანომალიური ანტისხეულების არსებობა, რომლებიც უტევენ და აზიანებენ ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებს.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის  დაქვეითება ანუ ჰიპოთირეოზი,  ორგანოთა თითქმის ყველა სისტემის მხრივ იწვევს დარღვევებს.

რაც შეეხება ჰიპოტენზიას, იგი  გულისხმობს სისხლძარღვებში, ღრუ ორგანოებსა და ორგანიზმის ღრუებში ჰიდროსტატიკური წნევის დაქვეითებას, არტერიული ჰიპოტენზია კი წარმოადგენს სიმპტომთა ერთობლიობას, რომელსაც ახასიათებს არტერიული წნევის დაქვეითება.

პროლაფსი კი  ვითარდება, როცა გულის მარცხენა პარკუჭსა და წინაგულს შორის მდებარე სარქველი ბოლომდე არ იხურება.

ეს შესაძლოა არ იწვევდეს კლინიკურ პრობლემას, თუ სისხლის მხოლოდ მცირე რაოდენობა ადის წინაგულში. მიტრალური რეგურგიტაციის მძიმე შემთხვევები იწვევს სუნთქვის უკმარისობას, დაღლილობასა და თავბრუსხვევას.

მიტრალური სარქვლის პროლაფსის სიმპტომები განსხვავდება პაციენტებში. სიმპტომები ხშირად მსუბუქია და თანდათანობით ვითარდება.

მის ერთ–ერთ გამომწვევ მიზეზად, შეგვიძლია ჰიპოტენზიაც დავასახელოთ, თუმცა ამ  კონკრეტულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა ზუსტ დიაგნოზს, მიმოწერის რეჟიმში ვერ მოგახსენებთ.

სასურველია ვიზიტი განახორციელოთ  კარდიოლოგთან, რომელიც დაგეგმავს მკურნალობის შესაბამის მეთოდს.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, კარდიოლოგთან კონსულტაციაზე, ხოლო თუ საჭირო იქნება განმეორებითი კარდიოლოგიური კვლევების ჩატარება, შემოგთავაზებთ გულ–სისხლძარღვთა სისტემის სრულყოფილ კვლევაზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა