სუბფებრილური ტემპერატურა - ენდოკრინოლოგია

კითხვა: გამარჯობა.ჩემს 23 წლის გოგოს ხშირად აქვს ტემპერატურა 37.2,აქვს აგრეთვე თავის ტკივილები და უმადობა .არის სუსტი აღნაგობის 50 კგ.იწონის 1.73 სიმაღლის ვერ იმატებს წონაში.სისხლის ანალიზიც ნორმალური აქვს და ჩიყვის ანალიზიც ნორმაში აქვს.გთხოვთ მირჩიოთ რომელ სპეციალისტს მივმართო.
პასუხი:

მოგესალმებით,
მსგავსი ტემპარატურა შესაძლოა დაკავშირებული იყოს მრავალ დაავადებასთან. ერთმნიშვნელოვან პასუხს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ვერ მოგაწვდით.
ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ ადამიანის სხეულის ტემპერატურა ნორმაში – 36.6 გრადუსია, არ არის სწორი. თითოეული ორგანიზმი ინდივიდუალურია.
37-38° გრადუსის ფარგლებში მერყევი ან, როგორც მედიკოსები ვამბობთ, სუბფებრილური ტემპერატურა შესაძლოა, იყოს როგორც მძიმე, ისე მსუბუქი დაავადების სიმპტომი.
სუბფებრილური ტემპერატურის გამომწვევი მიზეზის დიაგნოსიტირებისათვის სასურველია, თქვენმა შვილმა კონსულტაცია გაიაროს შემდეგ სპეციალისტებთან:

  • სტომატოლოგი;
  • ოტო–რინო–ლარინგოლოგი;
  • თერაპევტი;
  • პულმონოლოგი;
  • ფთიზიატრი;
  • ინფექციონისტი;
  • ჰემატოლოგი.

საჭიროა ობიექტური გასინჯვა და ანამნეზური მონაცემების შეჯერება.
გაცნობებთ, რომ ჩვენი კლინიკა არის მულტიპროფილური, გვყავს ყველა სპეციალისტი. შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც მოგემსახურებათ მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა