კოლოიდური კვანძი - ენდოკრინოლოგია

კითხვა: გამარჯობა , გავიკეთე ბიოფსია და დასკვნაში წერია კოლოიდური კვანძი (ფოლიკულური ეპითელის ჰიპერპლაზიით). არ მაქვს საშვალება რომ ენდოკრინოლოგთან მივიდე ძალიან გთხოვთ მითხარით რას ნიშნავს კოლოიდური კვანძი.
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. კოლოიდური კვანძი კლინიკურად ვლინდება როგორც დომინანტური კვანძი. ხშირ შემთხვევაში არ ფუნქციონირებს და არ გააჩნია კაფსულა. ციტოლოგიურად, ჩვეულებრივ, სახეზეა ჭარბი კოლოიდი და ნორმალური ფოლიკულური უჯრედები.
კეთილთვისებიანი კვანძი ქირურგიულად შეიძლება ამოიკვეთოს თუ კვანძი დიდია და იწვევს კომპრესიულ სიმპტომებს – დისფაგიას, ხმის შეცვლას/ჩახლეჩას ან დისკომფორტს კისრის არეში.
თქვენი ციტოლოგიური კვლევის შედეგად, კოლოიდური კვანძი არ არის საშიში და არ საჭიროებს ოპერაციას, თუმცა აუცილებელია დაკვირვება დინამიკაში და პერიოდულად, ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიური და ჰორმონული კვლევა. რაც შესაბამისი სპეციალისტის პრეროგატივაა.
გასაგებია თქვენი ფინანსური მდგომარეობა, თუმცა აუცილებელია მკურნალობა დაგინიშნოთ სპეციალისტმა, რათა თავიდან აირიდოთ მდგომარეობის გაუარესება.
ამ მიზნით, შეგვიძლია შემოგთავაზოთ, ჩვენი კლინიკა "ახალი სიცოცხლის" აქცია, რომელიც გულისხმობს, ენდოკრინოლოგთან უფასო კონსულტაციას.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/30  

უფასო კონსულტაციის მისაღებად, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა