შუასაყრის ლიმფადენოპათია - ენდოკრინოლოგია

კითხვა: გამარჯობა.გადავიღე გულმკერდის.ტომოგრაფია დამიდგინდა შუასაყრის ლიმფადენოპათია იღლიაშიც მაქვს კვანძები ნაოპერაციები ვარ ფარ. ჯირკვალზე.ახლა 12 სმ კვანძი მაქვს ისევ .არი საშიში.
პასუხი:

მოგესალმებით,

ლიმფადენოპათიაში იგულისხმება ლიმფური კვანძები, რომელთა ზომა, კონსისტენცია ან რაოდენობა არ არის ნორმაში. ლიმფადენოპათია შესაძლოა იყოს ლოკალური, რეგიონული ან გენერალიზებული.

ექიმმა ყურადღება უნდა მიაქციოს ლიმფური კვანძების ზომას, მდებარეობას, კონსისტენციას და რაოდენობას, ასევე პაციენტის ასაკსა და სიმპტომებს. ლიმფადენოპათია შესაძლოა განპირობებული იყოს ავთვისებიანი მდგომარეობით, ჰიპერსენსიტიურობით, ინფექციით, სისლძარღვების კოლაგენური დაავადებით, ატიპური ლიმფოპროლიფერაციული დაავადებებით, გრანულომატოზური დაავადებებით და სხვა მიზეზებით.

როგორც აღნიშნავთ, იღლიის ფოსოშიც გაქვთ კვანძები, ამიტომ აუცილებელია, სწორად შეფასდეს მათი სტრუქტურა და მოხდეს პათოლოგიური პროცესებისგან დიფერენცირება.

ამისთვის კი, აუცილებელია მამოლოგის კონსულტაცია, რათა საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმოს დამატებითი კვლევები და დინამიკური კონტროლი.

არის თუ არა „საშიში“ და რა გართულებებს გამოიწვევს, მიმოწერის რეჟიმში პასუხის გაცემა გაგვიჭირდება  თუმცა უყურადღებოდ დატოვება ,ცხადია ,არ შეიძლება .

თქვენი მდგომარეობა ,მამოლოგთან ერთად , უნდა შეისწავლოს და შეაფასოს ენდოკრინულმა ქირურგმა .

შემოგთავაზებთ, მამოლოგიურ სკრინინგს, უპრეცედენტოდ დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31403/20-larad-mamologtan-viziti-da-eqoskopiuri-kvleva-40-wlamde-asakis-qalbatonebistvis-

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა