მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- ჰაერის უკმარისობის მიზეზები;
- რა არის მთქნარება;
- მთქნარების გამომწვევი მიზეზები.
ჰაერის უკმარისობის მიზეზი შეიძლება იყოს:
სიმსუქნე;
- პანიკური ისტერია – ძლიერი განცდების დროს ძლიერდება გულის რითმი და ვლინდება ქოშინი (დისპნეა);
- ანემია;
- ფილტვების დაავადებები;
- კარდიოლოგიური პათოლოგიები.
მთქნარება
რეფლექსური, უნებლიე სუნთქვითი აქტია, რომელიც იწვევს ტვინის გააქტიურებას და ორგანიზმის გამოღვიძებას, ის ერთ–ერთი სასარგებლო თვისებაა, ვინაიდან აგრილებს ტვინს და გვეხმარება უკეთ ვიაზროვნოთ.
მთქნარების ყველა მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია, თუმცა არსებობს რამოდენიმე დაზუსტებული მიზეზი, ესენია:
- ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ბალანსის დარღვევა;
- შაქრიანი დიაბეტი;
- აპნოე ( სუნთქვის შეჩერება );
- აორტის განშრევება;
- ცდომილი ნერვის სისხლძარღვებზე ზემოქმედება.
თქვენს შემთხვევაში, რაკი კარდიოლოგიური პათოლოგია გამოირიცხა, გირჩევთ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე. საჭიროა ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზური მონაცემების შეჯერება, სპეციალისტი დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!