კვანძოვანი ჩიყვი - ენდოკრინოლოგია

კითხვა: მოგესალმებით, მაქვს კვანძოვანი ჩიყვი, ნერვიულობის ფონზე გაიზარდა(22მმ), მითხრეს ბიოფსია გაიკეთეო, 2- ჯერ გამიკეთეს ბიოფსია და ვერცერთხელ ვერ აღმოჩნდა აღებული მასალა საკმარისი. მეუბნებიან კარცეროგენური ნივთიერებებია და ის გვიშლის ხელს მასალის აღებაში, მესამედაც უნდა გაიკეთო ბიოფსიაო. არადა ზედიზედ ამდენჯერ ჩხვლეტა მეშინია უარესი არ დამმართოს, რას მირჩევთ?
პასუხი:

მოგესალმებით,
კვანძოვანი ჩიყვი დაავადებაა, რომლის დიაგნოზიც ყველაზე მეტად აშინებს პაციენტს, ეს დიაგნოზი ნამდვილად არ არის სასიამოვნო, მაგრამ არც სასოწარკვეთილების საფუძველს იძლევა.
ფარისებრი ჯირკვლის კვანძად მიიჩნევა ჯირკვლის შემოსაზღვრული უბნის მოცულობითი ცვლილება, რომელიც აგებულებით ჯანმრთელი ქსოვილისგან განსხვავდება.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა სრული დიაგნოსტიკა ენდოკრინოლოგის, ექოსკოპისტისა და ციტოლოგის ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი.
გასაგებია თქვენი მღელვარება, თუმცა, მკურნალობის მეთოდის დაგეგმვისათვის საჭიროა ციტოლოგიური გამოკვლევა, რათა დადგინდეს კვანძის თვისება, თუ აღებული მასალის შესწავლამ ცხადყო, რომ კვანძი კეთილთვისებიანია, რეკომენდებულია კლინიკური დაკვირვება.
მიჰყევით თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს , სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა