მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში, იხილავთ შემდეგი სახის ინფორმაციას:
- რა არის ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე;
- რას ნიშნავს ბეტესდას სისტემით გამოკვეთილი მეოთხე კატეგორია;
- ბიოფსიის გავლენა სიმსივნეზე;
- სიმსივნის მკურნალობა;
- თირეოიდექტომიისა და ლიმფოდისექციის შემდგომი პერიოდი.
ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე არის პროცესი, რომელიც იწვევს თირეოიდული უჯრედების მუტაციას, ანუ გადაგვარებას.
ფარისებრი ჯირკვლის ციტოპათოლოგიური დიაგნოსტირებისას, ბეტესდას სისტემის მიხედვით გამოკვეთილი მეოთხე კატეგორია, არის ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის ყველაზე გავრცელებული და ხშირი ტიპი.
ზოგადად, ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი დაზიანებების ციტოლოგიური შეფასების მიზნით წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსიის წარმოება უპირველეს დიაგნოსტიკურ მეთოდად გვევლინება, შესაბამისად, იგი არ აჩქარებს სიმსივნის გავრცობისა და განვითარების პროცესს.
ოპერაციული მკურნალობის დაყოვნება დაუშვებელია, უნდა ჩატარდეს შესაბამისი მოსამზადებელი პროცედურები და დაიგეგმოს ოპერაცია.
ასევე, აუცილებლად უნდა ჩატარდეს კისრისა და გულ-მკერდის, კომპიუტერული ტომოგრაფია რათა ინახოს მეტასტაზები ხომ არ არის გავრცელებული.
ჩარევის შემთხვევაში, დიახ, ფარისებრი ჯირკვლის „ამოღება“ ხდება სრულად, ანუ ტარდება ჯირკვლის ტოტალური რეზექცია - სრული თირეოიდექტომია, ამასთან, ონკოლოგიური პრინციპის დაცვით, ტარდება ლიმფოდისექცია, ანუ ლიმფური კვანძების ამოკვეთა.
ხარისხიანად ჩატარებული და კარგად კონტროლირებადი პოსტოპერაციული პერიოდი, ხასიათდება განკურნების მაღალი ხარისხით და შემთხვევათა 50 %-ში არ ახასიათებს რეციდივები. თირეოიდექტომიისა და ლიმფოდისექციის შემდეგ, ჰისტომორფოლოგიური დასკვნის შესაბამისად, ტარდება რადიაქტიული იოდით მკურნალობა და ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია.
ჩვენს კლინიკაში აღნიშნულ ოპერაციულ მკურნალობას, აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. შეგიძლიათ, მობრძანდეთ ენდოკრინულ ქირურგთან კონსულტაციაზე, სადაც დახმარებას გაგიწევთ ბატონი კობა ცუცქირიძე.
თუ გადაწყვეტთ მობრძანებას, სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/endokrinologia/30
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!