ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დროული და სწორი დიაგნოსტირებით შეგიძლიათ დაამარცხოთ ძუძუს კიბო.
კლინიკის სკრინინგ–ცენტრი გთავაზობთ ოქროს სტანდარტად აღიარებულ კვლევებს!
სკრინინგ–პროგრამის ფარგლებში 40 წლამდე ასაკის ქალბატონებს ვთავაზობთ:
- მხოლოდ 20 ლარად – მამოლოგთან ვიზიტი და ექოსკოპიური კვლევა;
- თუ საჭირო გახდა მამოგრაფიული კვლევა, თქვენთვის იმოქმედებს 70%–იანი ფასდაკლება – კვლევის ღირებულება აქციის ფარგლებში შეადგენს 49 ლარს.
კვლევები ტარდება მამოგრაფიისა და ექოსკოპიის ულტრათანამედროვე აპარატებზე!
მამოგრაფიისთვის გამოიყენება Planmed Clarity 3D ციფრული ტომოსინთეზის ფუნქციის მქონე მამოგრაფი, რომელიც ახალი სიტყვაა სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების ადრეულ დიაგნოსტირებაში. ტომოსინთეზი კომპიუტერული ტომოგრაფიის ანალოგიურ გამოსახულებას იძლევა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი უნიკალური თვისებებით აღჭურვილი მამოგრაფი მთელ საქართველოში ერთადერთია და მხოლოდ ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია განთავსებული.
ექოსკოპიური კვლევებისთვის ვიყენებთ უახლეს, პრემიუმ კლასის, ექოსკოპიის აპარატ Voluson E 10–ს. ულტრათანამედროვე აპარატის ელექტრონული მატრიცის 4D ტექნოლოგიის საშუალებით ექიმები მცირე დროში იღებენ უმაღლესი ხარისხის მკაფიო გამოსახულებას. აპარატი ახდენს გამოსახულების მკვეთრ ვიზუალიზებას.
აპარატის კიდევ ერთი ფუნქციაა რბილი ქსოვილების პათოლოგიური პროცესების დიაგნოსტირება. გინეკოლოგიაში საშვილოსნოს პათოლოგიებს ვადგენთ 3D რეჟიმში. შეგვიძლია აღმოვაჩინოთ საშვილოსნოს კვანძოვანი მიომა, პოლიპი, საკვერცხის კისტა და სხვა.
კონსულტაციას გაგიწევთ მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ონკოლოგიის მიმართულებით, ონკოქირურგი, მამოლოგი თამარ როინიშვილი
სკრინინგ–კვლევებით ისარგებლებს საქართველოს ყველა მოქალაქე!
აქცია ძალაშია ყოველ სამშაბათს, პარასკევსა და შაბათს.
არ დაკარგოთ დრო, გამოიყენეთ აქცია თქვენი ჯანმრთელობის სასარგებლოდ!
აქცია ძალაშია ერთი თვის განმავლობაში!
თუ გსურთ, რომ ისარგებლოთ აღნიშნული აქციით, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25!
დაგვირეკეთ