შაქრიანი დიაბეტი, კიდურების დაბუჟება - ენდოკრინოლოგია

კითხვა: გამარჯობა, მაქვს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2,პერიოდულად ფეხის სამ თითზე მაქვს ხოლმე ძლიერი წვის მაგვარი ტკივილი და ენაზეც გვერდის მხრიდან ძლიერი ჩხვლეტის შეგრძნება,თითქოს მახათს ურჭობენო რამოდენიმე წუთით და შემდეგ გამივლის,მაინტერესებს ეს დიაბეტიდან გამომდინარე შეიძლება იყოს? თუ რამე ახალი დაავადების მანიშნებელი შეიძლება იყოს? თუ ასეა , ვის უნდა მივმართო? მადლობა .
პასუხი:

მოგესალმებით,
შაქრიანი დიაბეტის ტიპი 2–ს ფართოდ გავრცელებულ დაავადებათა სიაში ერთ–ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს.
ის ქრონიკული მდგომარეობაა, რომელიც წარმოიშობა მაშინ, როდესაც პანკრეასი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ინსულინს ან ორგანიზმს არ შეუძლია გამომუშავებული ინსულინის ეფექტური გამოყენება ან ორგანიზმი ინსულინს გამოიმუშავებს, მაგრამ ინსულინის დონე არ არის საკმარისი.
მკურნალობის პროცესი ფოკუსირებულია კვებასა და ვარჯიშზე. თუ სისხლში შაქრის დონე მაღალია, ინიშნება სპეციალური მედიკამენტები, რომლებიც ორგანიზმს ეხმარება იმაში, რომ მან საკუთარი ინსულინი მეტად ეფექტურად გამოიყენოს. ზოგჯერ აუცილებელი ხდება ინსულინით მკურნალობა.
რაც შეეხება თქვენს სიმპტომებს, შესაძლოა ეს იყოს გამოწვეული პერიფერიული ნეიროპათიიდან, ათიდან დაახლოებით სამი შემთხვევა დაკავშირებულია შაქრიან დიაბეტთან.
დიაბეტური ნეიროპათიის დროს დაბუჟება და სხვა შეგრძნებები თავდაპირველად ტერფებში აღმოცენდება და თანდათან ვრცელდება ზევით. შესაძლოა, მოიცვას მტევნები, მთელი ზედა კიდურები. ცნობილია, რომ დიაბეტით დაავადებულთა ორ მესამედს საშუალოდ ან მძიმედ გამოხატული ნერვის დაზიანება აქვს.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც მდგომარეობის ობიქტური შეფასების შემდეგ, დაგინიშნავთ საჭირო კვლევებს, დასვამს დაბუჟების გამომწვევ დიაგნოზს და შეარჩევს მკურნალობის მეთოდს.
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა