თირეოტროპული ჰორმონი - ენდოკრინოლოგია

კითხვა: ძალიან მაინტერესებს. გაკეთებული მაქვს. ოპერაცია ჩიყვზე. ორი წელია. მაქვს მომატებული TSH ი არ ხერხდება დაკლება. ამ ჰორმონის. როგორ უნდა მოვიქცე??
პასუხი:

მოგესალმებით,
თირეოტროპული ჰორმონი - TSH წარმოადგენს ჰორმონს, რომელიც მონაწილეობს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის რეგულაციაში. TSH გამოიყოფა ჰიპოფიზიდან ( თავის ტვინის ერთ–ერთი უბანია), რის შემდეგაც მოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე. TSH ტესტი ინიშნება მაშინ, როდესაც პაციენტს კლინიკურად აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ჯირკვლის ფუნქციის მომატებით (ჰიპერთირეოიდიზმი), ასევე დაკლებით (ჰიპოთირეოიდიზმი).
როგორც აღნიშნავთ , ჩატარებული გაქვთ ოპერაციული მკურნალობა, ოპერაციის მოცულობიდან გამომდინარე პაციენტებს ენიშნებათ ჰორმონული მკურნალობა, რომლის მიზანია ფარისებრი ჯირკვლის დაკარგული ფუნქციის კომპენსაცია და დარჩენილ ქსოვილებში ახალი კვანძოვანი წარმონაქმნების ზრდის პროფილაქტიკა. ჰორმონული მკურნალობა ტარდება ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით, პრეპარატის ინდივიდუალური დოზის შერჩევით, რომელიც ზუსტად შეესაბამება ჯირკვლის ამოკვეთილი ქსოვილების მოცულობას. ჰორმონების ინდივიდუალური დოზის შერჩევის შემდეგ პაციენტი იმყოფება ენდოკრინოლოგის დინამიური დაკვირვების ქვეშ, 6 თვიანი ინტერვალით.
გირჩევთ, მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა