კითხვა: მოგესალმებით. მაქვს დიაბეტი 2 ტიპის.ვღებულობ წამალს "Диабетон". ახლა წამალი არის 1 ლარი. ჩამონათვალში წერია ეს დასახელება.მივედი აფთიაკში და მომცეს სხვა წამალი APO-GLICLAZIDE MR ეს იგივეაო. რატომ შეცვალეს? როგორ მოვიქცე? მადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
მედიკამენტი „დიაბეტონი“ წარმოადგენს პერორალურ ჰიპომაგლიკემირებელ სულფონილშარდოვანას, რომელიც დაბლა სწევს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციას.
APO-GLICLAZIDE MR არის დიაბეტონის საერთაშორისო დასახელება. შესაბამისად, ფარმაცევტების მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს.
თუ თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ რაღაც რიგზე არ არის, დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს და სთხოვეთ მოგაწოდოთ ინფორმაცია.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა