წონის მომატების სურვილი, სიმაღლეში ზრდის პრობლემა - ენდოკრინოლოგია

კითხვა: 13 წლის ვარ და წონაში და სიმაღლეში მინდა მომტებაა და რა ვიტამინს მირჩევთ ან რა ვქნა ჭამის მადაც არ მაქ
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, როცა წონის მატება სურთ, ხშირია შემთხვევა, როცა ამ პროცესის ხელშესაწყობად ჰგონიათ ყველაფერი უნდა ჭამონ და თან ბევრი.
თუ წონაში მომატება გსურთ, მაშინ უნდა გაზარდოთ საკვების კალორიულობა და რაციონში შეიტანოთ ცილებითა და ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტები.
● მიირთვით დღეში არანაკლებ 5-6-ჯერ, კვებებს შორის ერთნაირი შუალედები დაიცავით;
● ნასადილევს დაისვენეთ, მშვიდად დაჯექით ან წამოწექით, მიეცით ორგანიზმს საკვების კარგად მონელების საშუალება;
● მიღებული ცილების ნახევარს უნდა შეადგენდეს ხორცი, თევზი;
რაც შეეხება სიმაღლეში ზრდის პრობლემას, მოგახსენებთ, რომ ადამიანის სიმაღლეზე მოქმედებს როგორც გენეტიკა ისე გარემო ფაქტორები.
სულიერად ნუ გატყდებით რადგან არავინ იცის რა სიმაღლის გაიზრდებით თქვენი ფიზიკური სიმწიფის (23-26 წლის ასაკამდე) დასრულებამდე.
თავი აარიდეთ ისეთ გარემო მოვლენებს, რომლებმაც შეიძლება სიმაღლეში ზრდა შეაფერხონ.
ნარკოტიკების და ალკოჰოლის მიღება ახალგაზრდობის პერიოდში შეიძლება გახდეს მიზეზი სიმაღლეში ზრდის შეჩერებისა, პლიუს ამას არასწორი კვება აფერხებს სიმაღლეში ზრდას.
აუცილებელად უნდა გაიაროთ კონსულტაცია ენდოკრინოლოგთან, რომელიც შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დაგეხმარებათ ჯანსაღი კვების რაციონის შერჩევაში.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა